ავტორი:

"მისცეს შვილს უფლება, აღიაროს და თქვას ყველაფერი..." - ნიკო კვარაცხელიას დედა შვილის მკვლელობაში ბრალდებულის დედას მიმართავს

"მისცეს შვილს უფლება, აღიაროს და თქვას ყველაფერი..." - ნიკო კვარაცხელიას დედა შვილის მკვლელობაში ბრალდებულის დედას მიმართავს

ვერაზე მოკლული 22 წლის ახალგაზრდის, ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ნიკოს მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი კაველაძის დედას მიმართავს.

"მინდა, ერთ-ერთი მკვლელის, გიორგი კაველაძის დედას, ქალბატონ ნათია ჯაფარაშვილს ვუთხრა, რომ მასზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, მისცეს შვილს უფლება აღიაროს და თქვას ყველაფერი, რა მოხდა და უმოტივოდ როგორ მოკლეს ნიკო კვარაცხელია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ იმდენი რამე გაცხადდება, ძალიან შორს მიდის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა.

მე არაერთხელ მითქვამს და ვამბობ, ნიკო კვარაცხელია მოკლეს ქვეყნის მტრებმა. უნდა ვიცოდეთ ვინ არიან დამკვეთები, რა არის ის სამსახური, რომელიც პერიოდულად გვიკლავს წარმატებულ შვილებს.

კაველაძის დედა ფლობს იმ ინფორმაციას, რომ უმოტივოდ არ შეიძლებოდა ნიკო კვარაცხელია მოეკლათ. კაველაძის დედამ გააზრებულად იცის ვინ დაუკვეთა თავის შვილს ეს მკვლელობა", - ამბობს იზა ომაძე ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკო კვარაცხელია 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კაველაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი