ავტორი:

"12 წლის ბავშვი ბავშვს აჩენს და რა გინდა, უხარია თვითონო... თოჯინობანა ჰგონია დედობანა" - რას წერს ბაია პატარაია

"12 წლის ბავშვი ბავშვს აჩენს და რა გინდა, უხარია თვითონო... თოჯინობანა ჰგონია დედობანა" - რას წერს ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ეხმიანება 12 წლის მოზარდის მიერ შვილის გაჩენის ფაქტს და არასრილწლოვნებზე სექსუალური ძალადობის მხრივ არსებულ გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას.

"12 წლის ბავშვი ბავშვს აჩენს და რა გინდა, უხარია თვითონო. მარტო ის ფაქტი, რომ უხარია, უკვე გვიჩვენებს, როგორი პატარაა ბავშვი, და რამდენად ვერ იაზრებს რაშია გახვეული, თოჯინობანა ჰგონია დედობანა. 11-12 წლის ბავშვს იცნობთ? შეიძლება მან მიიღოს გადაწყვეტილება ნებაყოფლობით სექსზე? რა ცოდნა აქვს ან რა სიმწიფე, რომ გაისიგრძეგანოს, რა არის სქესობრივი ურთიერთობა და მიიღოს გადაწყვეტილება ამაზე? ეს ერთმნიშვნელოვნად გაუპატიურებაა. ბავშვის მოტყუება და მანიპულირება ხომ ადვილია...

● 14 წლის გაუპატიურებული გოგო საკუთარმა ღორმა მამამ ისე სცემა, ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

● 14 წლის გაუპატიურებული ნინი რომ სუიციდამდე მიიყვანა საკუთარმა ოჯახმა და გარემომ, ეგეც ხომ გვახსოვს?!

დღეს გოგოები და ქალები ყველაზე დაუცველები სქესობრივი ძალადობაში არიან. მათ კანონიც კი არ იცავს სათანადოდ, არათუ პოლიცია და სასამართლო.ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავები და ჩვენი შვილები და ჩვენი უძვირფასესი ადამიანები ამ საზარელი დანაშაულებისაგან. ამიტომ გამოდი გარეთ ხვალ, 25 ნოემბერს, 20:00 საათზე რესპუბლიკი მოედანზე და მოითხოვე გაუპატიურების კანონის ცვლილება!" - წერს პატარაია "ფეისბუქში".

გუშინ, თბილისში, 12 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა. გოგონა კატასტროფის ბრიგადამ კლინიკაში რუსთავიდან გადაიყვანა. მოუმწიფებელი ორგანიზმის გამო ექიმები გართულებებს ელოდნენ, საბედნიეროს ამჟამად დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ.

ასევე იხილეეთ: