ავტორი:

ერევანი თანახმაა, თუმცა ალიევი აცხადებს, რომ ფაშინიანს მაკრონის თანდასწრებით არ შეხვდება

ერევანი თანახმაა, თუმცა ალიევი აცხადებს, რომ ფაშინიანს მაკრონის თანდასწრებით არ შეხვდება

ერევანი მზადაა, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს, ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის ოთხმხრივ ფორმატში შეხვედრისთვის საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის, შარლ მიშელის მონაწილეობით, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვაჰან ჰუნანიანმა განაცხადა.

"გვსურს, შეგახსენოთ, რომ წინა შეხვედრა პრაღაში, სადაც მიღწეული იქნა შეთანხმება შეხვედრების გაგრძელების შესახებ, ოთხმხრივ ფორმატში გაიმართა და ლოგიკურია, რომ შეხვედრის ფორმატი და მონაწილეთა შემადგენლობა იგივე უნდა იყოს“, - აღნიშნა ჰუნანიანმა.

თუმცა, როგორც ირკვევა, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის 7 დეკემებერს ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა, არ შედგება, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

"შეხვედრა ბრიუსელში 7 დეკემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ გუშინ ჰიქმეთ გაჯიევმა (პრეზიდენტის თანაშემწე - რედ.) მაცნობა, რომ მას შარლ მიშელისოფისიდან დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამ შეხვედრას მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის მონაწილების პირობით დათანხმდა, რაც ნიშნავს, რომ შეხვედრა არ შედგება“, - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთი ვერ მიიღებს სამშვიდობო პროცესში მონაწილეობას. მისი განცხადებით, მაკრონმა პრაღის შეხვედრიდან მალევე აზერბაიჯანი გააკრიტიკა და უსაფუძვლოდ დაადანაშაულა.