ავტორი:

HUBMSHENI - ს წარმატების ისტორია

HUBMSHENI - ს წარმატების ისტორია

ქალაქი დღითი დღე უფრო ხმაურიანი და გაუსაძლისი ხდება. მატულობს ქაოსი, სტრესი, დაძაბულობა და ადამიანს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ისედაც უამრავ პრობლემას თუ გამოწვევას აწყდება, საშუალება აღარ აქვს თავისუფალი დრო, მშვიდ და მყუდრო გარემოში ოჯახთან ერთად გაატაროს.

ჰაერის დაბინძურების დონეც მაღალია, რომელიც მრავალი სტატისტიკით ყოველწლიურად იზრდება.

წარსულში ადამიანები მეტი კომფორტის, უკეთესი იმიჯის თუ პრაქტიკულობის თვალსაზრისით საცხოვრებლად ქალაქის ცენტრს ამჯობინებდნენ, თუმცა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე რეალობა საპირისპიროდ იცვლება.

სწორედ ამ ვითარებაში, როცა მოსახლეობაში აქტიურად გაჩნდა საცხოვრებლად ქალაქის გარეუბანში გადასვლის ტენდენცია და სურვილი, ქართულ ბაზარზე გამოჩნდა კომპანია ჰაბმშენი რომელიც ამ სურვილს რეალობად აქცევს.

კომპანია ერთ დღეში არ შექმნილა. ჰაბმშენის დამფუძნებელი ირაკლი ახალაძე დიდი ხნის განმავლობაში საზღვარგარეთ სამშენებლო ბიზნესს უძღვებოდა. მისი კომპანიის პორტფოლიო ათწლეულის განმავლობაში 100-მდე საცხოვრებელ სახლს და 3 სააგარაკე დასახლებას მოიცავდა.

მიუხედავად წარმატებული ბიზნესისა, ირაკლიმ სამშობლოში დაბრუნება, საკუთარი საქმიანობის აქ გადმოტანა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების შესაძლებლობის შეთავაზება და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა არჩია.

ქართული ბაზარი უცხოურისგან საგრძნობლად განსხვავდება, რის გამოც ბიზნესის იგივე პრინციპებით მართვა ადგილობრივ გარემოში შეუძლებელი იქნებოდა. საჭირო გახდა მეტი ინფორმაციის მოძიება და ამ მიზნით, კომპანიის მმართველმა საკუთარი ბიზნეს იდეების გასაზიარებლად და სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე მსჯელობისთვის BPN Georgia-ს მიმართა. პარტნიორობა შედგა და ბევრ წარმატებულ პროექტს ჩაეყარა საფუძველი.

მომხმარებელი მალევე მიიზიდა კომპანიის განსხვავებულმა მიდგომებმა და ხედვებმა. ჰაბმშენი დაინტერესებულ პირებს მისაღებ ფასებში მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს: დაწყებული - სასურველი მიწის ნაკვეთის მოძიებიდან და მოწესრიგებიდან, გაგრძელებული სასურველი ინდივიდუალური დიზაინის მქონე სახლისა თუ აგარაკის შექმნით, დამთავრებული მათი შემდგომი ექსპლუატაციით, რაც განსაკუთებით სასარგებლო ბონუსია, რადგან სამშენებლო კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა სახლის ჩაბარების შემდეგ მებინადრესთან ურთიერთობას წყვეტს და მარტო სტოვებს მას ექსპლუატაციის პროცესში გაჩენილი პრობლემების წინაშე.

,,მე, ჩემს გუნდთან ერთად, უზრუნველვყოფ, რომ მაქსიმალურად შეგიმციროთ დანახარჯები, მოგაწოდოთ უმაღლესი ხარისხის სერვისი, გავაკონტროლო ყველა საჭირო პირის მიერ შესრულებული სამუშაო და ბოლოს ჩაგაბაროთ სახლის გასაღები, რათა განაგრძოთ ცხოვრება მყუდრო და კეთილმოწყობილ გარემოში!“ - ირაკლი ახალაძე

ჰაბმშენი თითოეული მომხმარებლის სურვილს ითვალისწინებს და მაქსიმალურად ცდილობს ინდივიდუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას თანამედროვე არქიტექტურული პროექტების და მშენებლობისთვის სხვა თანმდევი მომსახურებების შეთავაზების გზით. სერვისის მიწოდების ვადები კონკურენტებისგან განსხვავებით იმდენად ზუსტია, რომ მომხმარებელი პოზიტიურად გაოცებული რჩება.

ჰაბმშენის მიერ შექმნილი პროექტები სრულდება ეკო გარემოში მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალით და არის სრულიად ეკო-მეგობრული, რაც ერთის მხრივ იცავს ბუნებას და მეორე მხრივ მომხმარებელს უზოგავს კომუნალური გადასახადებისთვის გასაწევ ხარჯებს.

თუ თქვენც გსურთ მშვიდ, კომფორტულ, მწვანე გარემოში ცხოვრება და ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, ვის ანდოთ თქვენი ოცნება, ჰაბმშენი ამისთვის საუკეთესო არჩევანია.

კომპანიის გამოცდილი და სანდო გუნდის დახმარებით, თანაც სრულიად გამჭვირვალე პროცესების მეშვეობით, შეძლებთ წინასწარ განსაზღვრული ვადებისა და ხარჯების პირობებში ჩაიბაროთ სახლი, რომელსაც ეძებდით.

ისღა დაგრჩენიათ, იცხოვროთ მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა სივრცეში. გახდი მორიგი ბედნიერი მომხმარებელი, რომელსაც ჰაბმშენი ოცნების ასრულებაში დაეხმარება.

თუ თქვენც გსურთ გახდეთ BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილე დარეგისტრირდით ბმულზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599 87 93 41.

NS