ავტორი:

ქართველმა მეომარმა ომში გაცნობილ უკრაინელ ქალზე იქორწინა - რას წერს ქუთაისელი ბიჭის შესახებ სამხედრო ფოტოგრაფი: "სიყვარული ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა"

ქართველმა მეომარმა ომში გაცნობილ უკრაინელ ქალზე იქორწინა - რას წერს ქუთაისელი ბიჭის შესახებ სამხედრო ფოტოგრაფი: "სიყვარული ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა"

სამხედრო ფოტოგრაფი ზაირა მიქატაძე, რომელიც აფახზეთის ომის ვეტერანია, ახლა უკრაინაში იმყოფება, რათა ისტორიული კადრების თაობებისთვის შემონახვაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

დროდადრო ის სოციალურ ქსელში უკრაინაში გადახდენილ ისტორიებსა და იქ გაცნობი ქართველებზე წერს. მორგ პოსტში ქუთაისელ ლაშა აბუთიძეზე საუბრობს, რომელმაც ომის პერიოდში უკრაინელ ქალზე იქორწინა.

ეს ქუთაისელი ლაშა აბუთიძეა, ხერსონის კონტრშეტევისას გავიცანი. 21 აგვისტოს, დილის ხუთ საათზე, მარკთან ერთად ვნახე დნიპროს მატარებლის სადგურში. ხელი გავუწოდე და გამარჯობა ქართულად ვუთხარი. ქართველის ნახვის მოულოდნელობა და სიხარული ერთად აღებეჭდა სახეზე. "ქართველ პარტიზანებთან" მიდიოდა ისიც. რამდენიმე დღის წასული იყო.

შესვენებისას, როგორც კი პატარა დროს გამონახავდა, მაშინვე გულისსწორთან გარბოდა. ვინიცელი ტატიანა დოვგალუკი ომში გაიცნო ლაშამ. სიყვარული ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა, რაც მათ ომის ქარცეცხლში უნახავთ. დღეს ქართველმა მეომარმა რუსული რაკეტების ქვეშ უკრაინელ ქალზე იქორწინა.

მშვიდობა და გამარჯვება ამ არაჩვეულებრივ წყვილს და მათ უკან მდგარ მშობლიურ ქვეყნებს _ საქართველოს და უკრაინას. ულევი სითბო და სიყვარული, სიმრავლე და ზღვა ბედნიერება მათ" - წერს მიქატაძე.