ავტორი:

რა ხდება პარლამენტთან, სადაც ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს (ფოტოები)

რა ხდება პარლამენტთან, სადაც ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს (ფოტოები)

პარლამენტის წინ ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. ქალთა მიმართა სექსუალური ძალადობის მოწინააღმდეგები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე მსვლელობით მივიდნენ.

მსვლელობისას აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: “თანხმობის არარსებობა გაუპატიურებაა!“, “არა ნიშნავს არას!”.

აქციის მონაწილეები, საქართველოში ბოლო პერიოდში ქალთა მიმართ გახშირებულ ძალადობას აპროტესტებენ. აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ სხვადასხვა პროფესიის ქალები.

აქციის ბოლოს, ქალთა მიმართ სოლიდარობის ნიშნად ქალი დიჯეები დაუკრავენ.