ავტორი:

"მე ვარ დაუცველი საქართველოში... მოძალადე ისევ ქუჩაშია" - რას წერს გიორგი ფხაკაძე: ჯანდაცვის ექსპერტი შსს-სა და პროკურატურას მიმართავს

"მე ვარ დაუცველი საქართველოში... მოძალადე ისევ ქუჩაშია" - რას წერს გიორგი ფხაკაძე: ჯანდაცვის ექსპერტი შსს-სა და პროკურატურას მიმართავს

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს, რომ ქუჩაში თავს დაესხნენ. მისი თქმით, შემთხვევა 12 ივლისს მოხდა და მოძალადე ამ დრომდე დაუსჯელია.

ფხაკაძე შსს-სა და პროკურატურას მიმართავს:

"მოძალადე - ჯერ კიდევ არის ქუჩაში მე, გიორგი ფხაკაძე, ვარ დაუცველი საქართველოში მე, გიორგი ფხაკაძეს, არ მიცავს სახელმწიფო საქართველოს პროკურატურა - საკუთარ სამსახურს შეურაცხყოფას აყენებთ (დაზარალებულად ჯერ არ მცნო, ფიქრობს უკვე 5 თვეა) საქართველოს საპატრულო სამსახური - საკუთარ თავს შეურაცხყოფას აყენებთ (ჩემი საქმე თაროზეც არ არის შემოდებული, დაკარგული ყოფილა) საქართველოს სასამართლო - საკუთარ თავს შეურაცხყოფას აყენებთ (მოძალადე 2-ჯერ გაფრთხილებით გამოუშვეს, ჯარიმაც კი არ დაუწესეს) მე თუ არ ვარ დაცული, თქვენ ხართ დაცული?! არა ძალადობას" - წერს ფხაკაძე.