ავტორი:

"რუსები ჩვენზე გამწარებულები არიან, ბრძანებაც კი აქვთ, რომ ტყვედ არ აგვიყვანონ" - რას ჰყვება უკრაინაში მებრძოლი ყოფილი სპეცრაზმელი ომზე, ზელენსკისა და "გავრილოვის ღამეზე"

"რუსები ჩვენზე გამწარებულები არიან, ბრძანებაც კი აქვთ, რომ ტყვედ არ აგვიყვანონ" - რას ჰყვება უკრაინაში მებრძოლი ყოფილი სპეცრაზმელი ომზე, ზელენსკისა და "გავრილოვის ღამეზე"

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, დღემდე, გახმაურებული არა ერთი ფაქტი მეტყველებს, რომ უკრაინელებისთვის ქართველები საუკეთესო თანამებრძოლები არიან. მაგალითად, "აზოვსტალის" დაცვის ორგანიზება, ქართული ბატალიონები ბრძოლის ველზე, ქართველი ინსტრუქტორები, რომლებიც უკრაინელებს ამზადებენ... ამ გახმაურებულ ისტორიებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ისტორია ქართველ მებრძოლებზე, რომლებმაც უკრაინელებთან ერთად დააბრუნეს უკრაინის დროშა კუნძულ ზმეინიზე. ლაშა შერგელაშვილი ერთ-ერთია იმ ოთხი ქართველიდან, რომელმაც თერთმეტ უკრაინელ მებრძოლთან ერთად უკრაინას კუნძული ზმეინი დაუბრუნა. ლაშა უკრაინის ცენტრალური სადაზვერვო დანაყოფის - "ზგარდის" წარმომადგენელია.

"ზგარდი" კი ის დანაყოფია, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელებისგანაა დაკომპლექტებული და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო დავალებებს ასრულებს. სამხედრო ვიცე-პოლკოვნიკს, ლაშა შერგელაშვილს სპეციალური დანიშნულების რაზმში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვა მნიშვნელოვან ოპერაციებში. სხვათა შორის, შერგელაშვილი ის სპეცრაზმელია, რომელმაც „გავრილოვის ღამეს“ იარაღზე ხელი აუკრა კოლეგას, რომელიც აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდა. ლაშა უკრაინაში ომის დაწყებისთანავე გაემგზავრა, რადგან ფიქრობს, რომ საქართველოს მომავალიც ამ ომის შედეგზეა დამოკიდებული. ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე, ქართველი და უკრაინელი მებრძოლების განწყობებზე და ბევრ საინტერესო ამბავზე ლაშა თავად გვიამბობს.

ლაშა შერგელაშვილი:

- ჩემი დანაყოფი ხერსონის მიმართულებაზე მუშაობდა. ათი დღით ადრე, ვიდრე უკრაინული არმია ამ რეგიონს აიღებდა, ჩვენ ჩვენი სამუშაო დავასრულეთ, გამოვედით და ახალ მიმართულებაზე გადავედით. მართალია, ერთ-ერთი ოპერაციის დროს დავიჭერი, მაგრამ საბოლოოდ ხერსონის ამოცანა წარმატებით დასრულდა. ალბათ, თქვენც გესმით, რომ ახალი მიმართულების დასახელება ახლა არ შემიძლია. რაც შეეხება ჩვენი მუშაობის სტილს, ეს არის სამხედრო, სადაზვერვო ოპერაციები. ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტში, ტერიტორიაზე, პირველ რიგში, ჩვენ შევდივართ და მერე მოგვყვება ბრიგადა. პირველ რიგში, ვამუშავებთ ტერიტორიას, მტრის ადგილსამყოფელს - სად არიან, როგორ არიან, ვინ არიან, რა მონაცემები აქვთ, რა შესაძლებლობები აქვთ, რა ინფორმაციებს ფლობენ. შემდეგ მოვსინჯავთ ხოლმე ძალებს სხვადასხვა მიმართულებაზე და სადაც სუსტ წერტილს ვნახავთ, იქ ვახორციელებთ „დაწოლას“. ჩვენი დამუშავებული იყო ისეთი დიდი სოფლები, როგორიცაა ვისაკოპოლიე, დუდალუბოვკა, მირალუბოვკა, ვოლგინა.

- ამ დანაყოფში ერთადერთი ქართველი ხართ?

- არა, სულ ექვსი ქართველი ვართ. ყველას გვაქვს სამხედრო გამოცდილება.

- ისე, რუსები და მათი გულშემატკივრები დიდხანს საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ხერსონი რუსულმა არმიამ საკუთარი ნებით დატოვა.

- ზმეინის არ იყოს, - კეთილი ნება, გამოვიჩინეთო, სად გინახავთ, რუსების კეთილი ნება?! ხერსონი დატოვეს იმიტომ, რომ ამ ოლქის ირგვლივ ყველანაირი დაცვითი სისტემა მორღვეული იყო. შესაბამისად, რუსებმაც ცხადად დაინახეს, რომ სერიოზული საფრთხის წინაშე იდგნენ.

- როგორ გგონიათ, ბოლო დროს კიევის აქტიური დაბომბვა, მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, ქვეყანაში შექმნილი ენერგოკრიზისი ხომ არ გატეხს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობას ან მებრძოლებში ხომ არ შეცვლის განწყობებს?

- მართლა ვერ ვხვდები, რატომ უნდა დახოცო მშვიდობიანი მოსახლეობა. საცხოვრებელ სახლებს ბომბავენ დამიზნებით. ბოლო დროს, ძირითადად, საარტილერიო დუელი მიმდინარეობს, რუსები კონტაქტურ ბრძოლებს ერიდებიან, იმიტომ, რომ თითქმის ყოველთვის მარცხდებიან. კონტაქტური ბრძოლები რომ არ უნდოდათ, იმიტომ მიატოვეს ხერსონი. თუ პუტინი ფიქრობს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის, ბავშვების დახოცვით, სამშობიარო სახლების დაბომბვით, ხალხის გათბობის გარეშე დატოვებით და სხვა ასეთი სისასტიკით შეაშინებს ხალხს, ძალიან ცდება. მან უკვე გამოიწვია საპირისპირო რეაქცია, უკრაინელებმა უფრო მეტად შეიძულეს რუსები, უფრო გამწარებულები არიან და ფსონი კიდევ უფრო მაღლა ასწიეს. პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ, ათი სიცოცხლე რომ მქონდეს, ათივეს დავთმობ, ოღონდ კი ესენი ჩემს ქვეყანაში არ შემოვიდნენ. ჩემმა ხალხმა არ უნდა ნახოს ის სიმწარე, რასაც ახლა უკრაინელები განიცდიან. ამიტომ, ჩემს წილად ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს არ მოხდეს. აქვე, უკრაინაში უნდა დავამარცხოთ ეს ბოროტების იმპერია, რომ მადა აღარ გაეზარდოს. რუსული მონსტრი რომ უნდა დამარცხდეს, ეს მთელ ცივილურ სამყაროს აქვს გათვითცნობიერებული. იცით, რამდენი ქვეყნის მოხალისე იბრძვის აქ?! იამაიკელი მებრძოლიც კი ვნახე. ყველა იყენებს საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას, რომ ეს უსამართლობა დასრულდეს.

- თქვენი, როგორც ქართველის და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლების მოტივი გასაგებია, მაგრამ იამაიკელს რა უნდა რუსეთ-უკრაინის ომში?

- არ ვიცი, ახლა თქვენ რაზე მიანიშნებთ, მაგრამ მინდა იცოდეთ, აქ ქართველი და კიდევ ბევრი სხვა ქვეყნის მოხალისე სამი, ოთხი თვე ყოფილა უხელფასოდ. არც ხელფასის რაოდენობაა სახარბიელო. აქ რწმენის და ჟინის გარეშე, ფულის გამო, უბრალოდ, ვერ გაჩერდები, ვერ შეძლებ. იამაიკელებთან მართლა არ მისაუბრია და არც მათი ბრძოლის მოტივი ვიცი, მაგრამ ვიცი, რას ფიქრობენ ამ ომზე ინგლისელები. ისინი ამაყობენ, რომ ისტორიის სწორ მხარეს დგანან და სამართლიანობისთვის იბრძვიან. თავად განსაჯეთ, ინგლისელს რა ხელფასი უნდა მისცეს უკრაინამ, რომ ამ მხრივ დააინტერესოს?!...წაიკითხეთ სრულად