ავტორი:

ისტორიული გამარჯვება - გურამ თუშიშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე ლეგენდარული ტედი რინერი დაამარცხა

ისტორიული გამარჯვება - გურამ თუშიშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე ლეგენდარული ტედი რინერი დაამარცხა

გორში ძიუდოს 2022 წლის ჩემპიონთა ლიგა დაიწყო. რამდენიმე წუთის წინ, +90 კგ-ში მოასპარეზე გურამ თუშიშვილმა 10-გზის მსოფლიოს, 5-გზის ევროპის და 2-ჯერ ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, ლეგენდარული ტედი რინერი ვაზარით დაამარცხა.

ამ გამარჯვებით გურამმა "მებრძოლი" "პარი სენ ჟერმენთან" 3:1 დააწინაურა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას 3 ქართული კლუბი იღებს: "გოლდენ გორი", "მებრძოლი" და "არეა".

ქართველ ძიუდოისტებს წარმატებებს ვუსურვებთ.

sportall.ge