ავტორი:

მონაზვნის გაუპატიურებისა და მონასტრის ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულები წარსულში ნასამართლევი პირები არიან - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

მონაზვნის გაუპატიურებისა და მონასტრის ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულები წარსულში ნასამართლევი პირები არიან - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურში, დედათა მონასტერში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავა,

აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებაქს ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს.

მათ ბრალად 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება ედებათ.

დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერაციულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის,ხაშურის მუნიციპალიტეტში დედათა მონასტერში, ორი პირი შეიჭრა. უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი მონაზონი, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.