ავტორი:

რუსეთის მოქალაქეების აქცია თბილისში - მათ უკრაინაზე თავდასხმა გააპროტესტეს: "პუტინი ტერორისტია" (ფოტოები)

რუსეთის მოქალაქეების აქცია თბილისში - მათ უკრაინაზე თავდასხმა გააპროტესტეს: "პუტინი ტერორისტია" (ფოტოები)

რუსეთის მოქალაქეებმა თბილისში აქცია გამართეს და რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა გააპროტესტეს

თბილისის კლასიკური გიმნაზიის წინ უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ აქცია გაიმართა.

დემონსტრანტებს ხელში ტრანსპარანტები ეჭირათ წარწერით: “რუსი ხალხი მხარს არ უჭერს რეჟიმს”, “პუტინი ტერორისტია”, “დიდება უკრაინას”, მხარი დაუჭირეთ აზოვს” და ა.შ.

აქციის ორგანიზატორი, ფონდ “თავისუფალი რუსეთის” წარმომადგენლის, ეგორ კუროპტევის განცხადებით, დღევანდელ აქციას დაახლოებით, 300-მდე ადამიანი დაესწრო.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეების გზავნილი ქართველებისათვის ისაა, რომ ყველა რუსი არ არის მკვლელი, ყველა რუსი არ ახდენს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, აქ შეკრებილები წინააღმდეგები არიან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის. აქციის მონაწილეებმა უკრაინელი დევნილების დასახმარებლად თანხა და ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვეს.