ავტორი:

"ჩემი შვილი ამას არ იზამდა... ვიცი, რომ ვიღაცის საფლავზე იყო და დედაომ არ შეუშვა" - რას ამბობენ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული პირების მშობლები?

"ჩემი შვილი ამას არ იზამდა... ვიცი, რომ ვიღაცის საფლავზე იყო და დედაომ არ შეუშვა" - რას ამბობენ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული პირების მშობლები?

უმძიმესი დანაშაული მოხდა დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტში. დედათა მონასტერში, ორი პირი შეიჭრა. უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სასტიკად არის ნაცემი 70 წლის მონაზონი. როგორც ადგილობრივები ჰყვებია, ის ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. უმძიმეს მდომარეობაში მყოფი მონაზონი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში ცოტა ხნის წინ გადმოიყვანა.

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე წარსულში ნასამართლევი პირები დააკავა.

როგორც ცნობილია, დაკავებული 39 წლის მამაკაცი ადგილობრივია და სავარაუდოდ მას მონაზონი პირადად იცნობდა, ხოლო მეორე დაკავებული, 27 წლის ბიჭი ხარაგაულიდან არის. ირკვევა, რომ ის 39 წლის კაცთან სტუმრად იმყოფებოდა.

27 წლის ბრალდებულის მშობლები ამბობენ, რომ გამოძიების არ სჯერათ და მათი შვილი "ამ დანაშაულს არ ჩაიდენდა". მათი ინფორმაციით, წარსულში მათი შვილი დაკავებული იყო, რადგან მეუღლემ ძალადობისთვის უჩივლა.

"წარსულში მეუღლემ უჩივლა გამლახაო და ამიტომ არის ნასამართლევი. მე ვიცი, რომ ვიღაცის საფლავზე იყო და დედაომ არ შეუშვა. ჩემი შვილი ამას არ იზამდა, ჩემი შვილი არ გალახავდა არავის! ის მეორე არ ვიცი," - აცხადებს დაკავებულის დედა "რუსთავი 2"-თან საუუბარში.

რაც შეეხება 39 წლის ვ.გ-ს, მისი მამის ინფორმაციით, საკუთარი შვილი შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე ნახა და ის ნასვამი იყო. მისივე ინფორმაციით, მამაკაცი წარსულში ყაჩაღობისთვის იყო ნასამართლევი. ბრალდებულის მამა ასევე ამბობს, რომ წლებია შვილთან კომუნიკაცია არ აქვს, რადგან ვ.გ. დედასთან ცხოვრობდა.

  • შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს 13 წლით პატიმრობა ემუქრებათ.

"მათ ბრალად 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება ედებათ. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერაციულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.