ავტორი:

დონ "კეზერას" პოლიტიკური ამბიციები - როგორ გახდა კეზერაშვილი, რომელსაც ოფიციალურად ბევრი არაფერი ჰქონდა, 1-2 წელიწადში მულტიმილიონერი?!

დონ "კეზერას" პოლიტიკური ამბიციები - როგორ გახდა კეზერაშვილი, რომელსაც ოფიციალურად ბევრი არაფერი ჰქონდა, 1-2 წელიწადში მულტიმილიონერი?!

ბოლო პერიოდში როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია სულ უფრო ხშირად ახსენებენ თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს, თან ისე, რომ ხელისუფლებისთვის ის ოლიგარქი აღმოჩნდა, ოპოზიციის ნაწილისთვის - თავისუფალი მედიის დამცველი, სულისჩამდგმელი და ივანიშვილის დამარცხების ერთადერთი შანსი.

საინტერესოა, რომ კეზერაშვილის გამო "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებაა. მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია 2017 წელს აცხადებდა, რომ კეზერაშვილმა მილიონები ყაჩაღობით, ქურდობითა და ძარცვით იშოვა, ახლა კი კეზერაშვილი ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია და მის "ევროპულ საქართველოს" აფინანსებს.

რამდენიმე თვის წინ მან პოზიცია შეცვალა და განაცხადა, თუკი კეზერაშვილი ოპოზიციას ივანიშვილის მოშორებაში დაეხმარებოდა, ის მისთვის მისაღები იქნებოდა. მიუხედავად ამისა, მელიასთვის კეზერაშვილი მაინც მიუღებელი აღმოჩნდა და კეზერაშვილის ინტერესებს პარტიაში ხაბეიშვილის ფრთა იცავს, რომელსაც, როგორც ამბობენ, კეზერაშვილი აფინანსებს ოპოზიციის კიდევ სხვა წარმომადგენლებთან ერთად. არადა, ერთ დროს ხაბეიშვილიც, მელიას მსგავსად, კეზერაშვილის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთს დაავიწყდა, თუ რა ხდებოდა საქართველოში უახლოეს წარსულში და რა საქმეებში ფიგურირებდა კეზერაშვილის სახელი. თუმცა კეზერაშვილის ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერიც კი ვერ პასუხობს კითხვას - როგორ გახდა კეზერაშვილი, რომელსაც ოფიციალურად ბევრი არაფერი ჰქონდა, 1-2 წელიწადში მულტიმილიონერი?!

მას თანამდებობრივი დეკლარაცია ბოლოს 2008 წელს (თავდაცვის მინისტრობისას) აქვს შევსებული, საიდანაც ირკვევა, რომ ის საერთოდ არაფერს ფლობდა. დეკლარაციის თანახმად, 2008 წლის ბოლოს მას "საქართველოს ბანკში" სახელფასო ბარათზე მხოლოდ 51 000 ლარი ჰქონდა და არც უძრავ და არც მოძრავ ქონებას არ ფლობდა. ასევე არ ჰქონდა არანაირი აქცია და არ მონაწილეობდა სამეწარმეო საქმიანობაში. დეკლარაციის მიხედვით, ბინას და მანქანას კეზერაშვილის მეუღლე, სოფიო ჩიქოვანი ფლობდა.

2008 წლის დეკემბერში, ამ დეკლარაციის შევსებიდან რამდენიმე დღეში, კეზერაშვილმა თანამდებობა დატოვა - ანუ ამ დროს არ ჰქონდა არანაირი ქონება და ისეთი თანხა, რომლითაც თუნდაც საშუალო ბიზნესს დაიწყებდა.

თუმცა 2016 წლის აპრილში შვეიცარიულმა გაზეთმა Tribune de Genève-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ Panama papers-ის სახელით გავრცელებულ ფარულ დოკუმენტებში დავით კეზერაშვილის სახელიც ფიგურირებდა. გააგრძელეთ კითხვა