ავტორი:

"ეს ორმეტრიანი ბიჭები გამქრალან 2 საათის წინ" - კახეთში მომხდარ ავარიას 2 ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

"ეს ორმეტრიანი ბიჭები გამქრალან 2 საათის წინ" - კახეთში მომხდარ ავარიას 2 ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
  • ფოტოზე: შენგელი ბარამაშვილი და გოგიტა თარაშვილი

ლაგოდეხში მომხდარ ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილები არიან 28 წლის და 35 წლის მამაკაცები, შენგელი ბარამაშვილი და გოგიტა თარაშვილი.

შემთხვევა გვიან ღამით სოფელ ვარდისუბანთან მოხდა. მამაკაცები "მერსედესის" მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც უამინდობის გამო მანქანა მოცურდა და ხეს შეეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდა. გარდაცვლილები ერთმანეთის ნათესავები არიან. ორივე მათგანი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყვნენ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

"რა უნდა ვთქვა?! ეს ორმეტრიანი მირზაანელი ბიჭები გამქრალან 2 საათის წინ ავარიაში. ალალი დეიდაშვილი, 35 წლის...არაფრისგან ვქრებით!" - წერს ოჯახის ახლობელი, ჯგუფ "ჩვენებურების" ერთ-ერთი დამფუძნებელი სოლომონ გოგაშვილი "ფეისბუქზე".