ავტორი:

"უკეთესად არის. მხედველობა მეორე თვალშიც აღუდგა" - როგორია ცხრამუხის მონასტრის მონაზვნის მდგომარეობა: რას აცხადებს მეუფე სვიმეონი

"უკეთესად არის. მხედველობა მეორე თვალშიც აღუდგა" - როგორია ცხრამუხის მონასტრის მონაზვნის მდგომარეობა: რას აცხადებს მეუფე სვიმეონი

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, სვიმეონის ინფორმაციით, ცხრამუხის მონასტრის მონაზონის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბიურია და სულ უფრო უმჯობესდება.

"ტვინის შერყევა აქვს. მრავლობითი დაზიანებები და მხედველობის პრობლემები აღენიშნება. მაგრამ სტაბილურად, უკეთესად არის. მხედველობა მეორე თვალშიც აღუდგა. დედაოს უმძიმესი ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს და რეაბილიტაცია ესაჭიროება. ქვების სროლას თავი დავანებოთ და ერთად ვიყოთ" - განაცხადა მეუფე სვიმეონმა.

ცნობისთვის, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, 25 ნოემბერს, ორი პირი შეიჭრა. ისინი მონაზონს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სამართალდამცავებმა წარსულში ნასამართლევი, 27 და 39 წლის მამაკაცები დააკავეს.

პროკურატურამ, მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. დანაშული სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე იხილეთ: