ავტორი:

რუსულმა ძალებმა დონეცკის რეგიონში, ქალაქ კურახოვოზე საარტილერიო იერიში მიიტანეს, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა

რუსულმა ძალებმა დონეცკის რეგიონში, ქალაქ კურახოვოზე საარტილერიო იერიში მიიტანეს, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რეგიონში, ქალაქ კურახოვოზე საარტილერიო იერიში მიიტანეს, რასაც 2 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის გუბერნატორი, პაველ კირილენკო ავრცელებს.

"რუსებმა კურახოვო არტილერიით დაბომბეს. 2 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა. დაზიანდა 4 საცხოვრებელი სახლი“,- აცხადებს გუბერნატორი.

მისი თქმით, რუსები მიზანმიმართულად ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას.