ავტორი:

"მაქვს ინფორმაცია, რომ ცდილობენ შეურაცხადად გამოაცხადონ და გაათავისუფლონ" - ქმრის მიერ ავტობუსში მოკლული ქალის დედა

"მაქვს ინფორმაცია, რომ ცდილობენ შეურაცხადად გამოაცხადონ და გაათავისუფლონ" - ქმრის მიერ ავტობუსში მოკლული ქალის დედა

გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოკლული სოფი კვარაცხელიას დედა დანაშაულში ბრალდებულის უმკაცრესად დაჯსას ითხოვს.

როგორც ის ამბობს, აქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ ბრალდებული როინ მებონია შეურაცხადად გამოაცხადონ და გაათავისუფლონ.

"მოვითხოვ, რომ უკმაცრესად დაისაჯოს. ანუ, სამუდამო უნდა მისცენ იმ ადამიანს, რომელმაც პროვოცირება მოახდინა ძალიან ბევრ ადამიანზე. ჩემი შვილის შემდეგ, უკვე მე მგონი 9 თუ 10 მკვლელობა მოხდა, ისევ და ისევ ქმრებისგან მოკლულ ცოლებზე მაქვს აქცენტი.

მე ვიცი, რომ ჩემს შვილს, ამით, რომ მას მიუსაჯონ სამუდამო თუ 20 წელი, არაფერი ეშველება, მაგრამ მე მინდა გავუფრთხილდე სხვისი შვილების სიცოცხლეს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ცდილობენ, ისეთი საბუთი გაუკეთონ, რომ არის შეურაცხადი, რის გამოც, ის შეიძლება ფსიქიატრიული საავადმყოფოს შემდეგ გათავისუფლდეს, - ამბობს მოკლული ქალის დედა "მთავარ არხთან" საუბრისას.

  • ცნობისთვის, 21 მაისს, გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როინ მებონიამ მეუღლეს სოფი კვარაცხელიას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.

როინ მებონიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როინ მებონიას აღკვეთის ღინისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ნახეთ ასევე: