ავტორი:

18 წლის გოგომ ურთიერთშელაპარაკების დროს 21 წლის გოგო დაჭრა - რა მოხდა რუსთავში?

18 წლის გოგომ ურთიერთშელაპარაკების დროს 21 წლის გოგო დაჭრა - რა მოხდა რუსთავში?

რუსთავში 21 წლის გოგო ურთიერთშელაპარაკების დროს მისმა 18 წლის მეგობარმა გოგომ ცივი იარაღით დაჭრა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

მათი ცნობით, დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. გოგონას ჩაუტარდა ოპერაცია და მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.