ავტორი:

ირინკა კავსაძე ჩცდ-ს მსახიობზეა შეყვარებული: წყვილის რომანტიკული ფოტო - "ძალიან უხდებით ერთმანეთს"

ირინკა კავსაძე ჩცდ-ს მსახიობზეა შეყვარებული: წყვილის რომანტიკული ფოტო - "ძალიან უხდებით ერთმანეთს"

ირინკა კავსაძე და გიორგი ტაბიძე შეყვარებულები არიან. რომანტიკული ფოტო და ვიდეო ირინკამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ჩვენს კითხვაზე, რა ხდებოდა მათ შორის, გიორგიმ გვიპასუხა, რომ ურთიერთობა ახალი დაწყებულია და ამ ეტაპზე არ სურს ამ თემაზე საუბარი. მოგვიანებით კი ტელეფონი გათიშა.

"ძალიან უხდებით ერთმანეთს" - წერენ წყვილს კომენტარებში, ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ფოტოზე.

ირინკას და გიორგის საზოგადოება კარგად იცნობს. გოგონა წლებია რაც ამერიკაში ცხოვრობს და მამასთან სინეტიკის თეატრშია დაკავებული. ლეგენდარული კახი კავსაძის შვილიშვილი საზოგადოებამ ახლოს მას შემდეგ გაიცნო, რაც რამდენიმე წლის წინ, პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მიიღო მონაწილეობა და ოთო ფოლადაშვილთან ერთად ფინალში გავიდა...

ირინკა კავსაძე ყველაზე მეტად ჰგავს ბაბუას. გოგონა 18 წელია ამერიკაში, კერძოდ კი ვაშინგტონში ცხოვრობს. 10 წლის იყო, როდესაც მშობლებთან ერთად დატოვა საქართველო.

მამა ირაკლი კავსაძეც მსახიობია. სკოლის დამთავრების შემდეგ, ირინკამ "სინეტიკის თეატრში" დაიწყო თამაში. ამავე თეატრში ჯერ კიდევ 10 წლისამ სწორედ მამასთან ერთად ითამაშა სპექტაკლში - "სტუმარ-მასპინძელი". ირინკას უმცროსი დაც ჰყავს, რომელმაც სკოლა ორი წლის წინ დაამთავრდა.

რაც შეეხება გიორგი ტაბიძეს, მსახიობი ცნობილი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გახდა, სადაც ჩიკას უფროს შვილს თამაშობდა. სერიალში ჰყავდა შეყვარებული, რომლის როლსაც მსახიობი ნინა ლორთქიფანიძე თამაშობდა. სანი და ელენე, რეალურ ცხოვრებაშიც შეყვარებულები იყვნენ. წყვილს ნიშნობაც ჰქონდა, თუმცა ორი კვირის წინ, ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში გოგონამ თქვა, რომ ის და გიორგი ერთმანეთს დაშორდნენ.

- ამაზე ლაპარაკი დიდად არ მიყვარს. თუმცა, ახლა ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენი დაშორება ცალმხრივი გადაწყვეტილება არ ყოფილა, ასე მივიჩნიეთ საჭიროდ. ახლა ორივე ბედნიერად ვგრძნობთ თავს...