პრემიერ-მინისტრის თქმით, კომპანია PSP მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"ერთი საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე. კომპანია PSP მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ცდილობს, გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ქსელის აფთიაქებში არის გაცემული დავალება, რომ გამყიდველმა მომხმარებელს კითხოს, რომელი წამალი გნებავთ, ხარისხიანი თუ უხარისხო და იაფიანი თურქული.
ამას რა ჰქვია? ეს არის მტრობა. როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთი უმსგავსობა ჩაიდინოს. ამ გზით ცდილობენ წაიღონ ის 200 მილიონი, რომელსაც წამლების ფასის კლების შედეგად ჩვენი მოსახლეობა ზოგავს. განმეორების შემთხვევაში, ამას მოყვება ძალიან მკაცრი რეაგირება", - აღნიშნა პრემიერმა.
იხილეთ ასევე: