ავტორი:

მთავრობა მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანაში  70 მილიონის დახარჯვას გეგმავს

მთავრობა მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანაში  70 მილიონის დახარჯვას გეგმავს

საქართველოში მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტებისთვის 70 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც პრემიერი განმარტავს, აღნიშნული პროგრამა ტურისტებს დამატებით მოიზიდავს.

"ჩვენ გვაქვს გეგმა, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ჩამოვიყვანოთ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, შემსრულებლები და არტისტები. ივნისში, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში ქვეყანაში მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები გაიმართება, სტადიონებზეც და „ბლექ სი არენაზე“.

ამ მიზნით, ჩვენ გამოვყოფთ 70 მილიონ ლარს. ამის შესაბამისი თანხები გვაქვს, მომდევნო 2 წელიწადში ეს პროგრამა დაფინანსდება და ვფიქრობთ, დამატებით მოიზიდავს ტურისტებს და საინტერესო პროგრამა გამოგვივა“,- აღნიშნავს პრემიერი.