ავტორი:

ნიკოლ კიდმანმა, საქველმოქმედო აუქციონზე, ჰიუ ჯეკმენის ქუდში 100 000$ გადაიხადა - "არაჩვეულებრივი ხარ..."

ნიკოლ კიდმანმა, საქველმოქმედო აუქციონზე, ჰიუ ჯეკმენის ქუდში 100 000$ გადაიხადა - "არაჩვეულებრივი ხარ..."

55 წლის ნიკოლ კიდმანმა თავისი გულუხვობის წყალობით ხალხის ოვაციები დაიმსახურა. მსახიობმა Broadway Cares/Equity Fights AIDS-ის საქველმოქმედო აუქციონზე 100 000$ გაიღო ჰიუ ჯეკმანის ქუდის შესაძენად.

"ნიკოლ კიდმანის კეთილშობილება მამუნჯებს! არაჩვეულებრივი ხარ. მადლობა მეგობრობისა და მხარდაჭერისთვის!“, - წერდა "ტვიტერზე“ გახარებული ჰიუ ჯეკმანი.

54 წლის მსახიობმა, ტექსტთან ერთად, აუქციონზე გადაღებული ვიდეოც ატვირთა. ვიდეოში ჯეკმანი ჯერ კიდევ მიუზიკლის კოსტიუმშია გამოწყობილი და აუქციონს სცენიდან უძღვება. როცა მან და მსახიობმა ნიკოლას უორდმა დამსწრე საზოგადოებას ჰკითხა, სურდა თუ არა ვინმეს ჯეკმანის შლაპაში 19 000$-ზე მეტის გაცემა, კიდმანმა ყველასთვის მოულოდნელად წამოიყვირა: "100 000$!" ამაზე ჰიუ ჯეკმანმა გაოცებისგან პირი დააღო, ხალხმა კი ტაშით დააჯილდოვა გულუხვი მსახიობი. ნიკოლი ღიმილით მივიდა სცენასთან და მეგობარ მსახიობს თბილად გადაეხვია.

The generosity emanating from #NicoleKidman leaves me speechless! You ARE amazing. Thank you for your friendship and support! @MusicManBway @NicholastheWard @BCEFA pic.twitter.com/ZMUsgdIqAU
— Hugh Jackman (@RealHughJackman) November 27, 2022

ჯეკმანმა აუქციონზე გაყიდული შლაპა კიდმანს გადასცა და განაგრძო:

"30 წელზე მეტია, რაც ნიკს ვიცნობ. მასთან ერთადაც მიმუშავია. მინდა გითხრათ, რომ ეს ჩემთვის სურპრიზი არ ყოფილა. ის ჩემს ნაცნობებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გულუხვი ადამიანია. შენ ძალიან, ძალიან ლამაზი ადამიანი ხარ. მიყვარხარ“,- მიმართა ნიკოლს ჯეკმანმა.

საქველმოქმედო ორგანიზაციამ კიდმანის შემოწირულობის შემდეგ კომენტარიც გააკეთა:

"Broadway Cares კარგი მეგობრებითაა ცნობილი, თუმცა ჰიუ ჯეკმანი ჩვენთვის უპირობო ჩემპიონია მისი მეგობარი ნიკოლ კიდმანისგან გაღებული ეს გასაოცარი საჩუქარი კი ყველაზე დიდი შემოწირულობაა, რაც აუქციონზე რომელიმე ნივთის გაყიდვისას მიგვიღია“.

Broadway Cares აივ/შიდსით და კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს საკვებს, მედიკამენტებს და სამედიცინო დახმარებას სთავაზობს.

წყარო: people

მოამზადა: ანა სიბოშვილმა