ავტორი:

ჰავაიზე მსოფლიოში ყველაზე დიდი აქტიური ვულკანი ამოიფრქვევა

ჰავაიზე მსოფლიოში ყველაზე დიდი აქტიური ვულკანი ამოიფრქვევა

მსოფლიოში ყველაზე დიდი აქტიური ვულკანი, ჰავაის მაუნა-ლოა, თითქმის 40 წლის განმავლობაში პირველად, ამოიფრქვა.

BBC-ის ინფორმაციით, ლავის ნაკადი ძირითადად მწვერვალზეა შეკავებული, მაგრამ მოსახლეობა გააფრთხილეს ფერფლის ჩამოვარდნის რისკის შესახებ.

აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება, ჯერჯერობით, გაცემული არ არის და დასახლებულ უბნებზე ამ ეტაპზე ზემოქმედება ნაკლებად სავარაუდოა.

მაუნა-ლოა, რომელიც ჰავაის ვულკანების ეროვნულ პარკში მდებარეობს, ჰავაის კუნძულის ნახევარს მოიცავს. ვულკანის სიმაღლე ზღვის დონიდან 4 169 მ-ია და მისი ფართობი - 5 179 კმ²-ს შეადგენს.