ავტორი:

"ისეთი მტკივნეული იყო ჩემთვის მასთან დაშორება... მეგონა, მოვკვდებოდი" - ჯეილო წლების წინ ბენ აფლეკთან დაშორების დეტალებზე ალაპარაკდა

"ისეთი მტკივნეული იყო ჩემთვის მასთან დაშორება... მეგონა, მოვკვდებოდი" - ჯეილო წლების წინ ბენ აფლეკთან დაშორების დეტალებზე ალაპარაკდა

ჯენიფერ ლოპესისთვის, მისი და ბენ აფლეკის ქორწინებამდე გზა არც ისე ადვილი აღმოჩნდა. მომღერალი Apple Music-ისთვის მიცემულ ინტერვიუში იხსენებს, თუ როგორი რთული იყო მისთვის 2004 წელს ბენთან განშორება და ცხოვრების მომდევნო 18 წლის მის გარეშე გატარება.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/4PNmlVar6nI" title="Jennifer Lopez on 2004 HEARTBREAK with Ben Affleck: ‘I Felt Like I Was Going to Die’" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

"ისეთი მტკივნეული იყო ჩემთვის მასთან დაშორება“, - ყვება 53 წლის ლოპესი.

"20 წლის წინ, როცა ჩვენი ნიშნობა ჩაიშალა, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გულისტკენა იყო. ისეთი გრძნობა მქონდა, მეგონა, მოვკვდებოდი. მომდევნო 18 წელი წრეზე დავდიოდი და ახლა, 20 წლის შემდეგ, ვიპოვე ჩემი ბედნიერი დასასრული. ეს ჰოლივუდისთვისაც კი ყველაზე წარმოუდგენელი დასასრულია“.

მომღერალმა ფანებს, სულ ახლახანს, ახალი ალბომის გამოშვების გეგმები გაანდო, რომელსაც სახელად “This Is Me … Now” ერქმევა და მისი 2002 წლის ალბომის “This Is Me… Then“-ის განახლებული ვერსია იქნება. როგორც ჯეილო ამბობს, მისი ინსპირაცია, ხელახლა ნაპოვნი სიყვარულია:

"ალბომის გზავნილი არის ის, რომ "სიყვარული არსებობს“. მომღერალმა განაგრძო:

“ნამდვილი სიყვარული არსებობს და ზოგი რამ სამუდამოა. მინდა, ეს მესიჯი გავუგზავნო მსოფლიოს".

ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ურთიერთობა 2002 წელს დაიწყეს და დანიშნულებიც იყვნენ, თუმცა წყვილი 2004 წელს დაიშალა. მათ ურთიერთობა 2021 წელს განაახლეს და 1 წლის შემდეგ, 2022 წლის ივლისში იქორწინეს.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა