ავტორი:

"ვიქტორ ორბანი ევროკავშირთან საკუთარ თამაშს თამაშობს და ზოგჯერ უკრაინას ამ ურთიერთობის მძევლად იყენებს" - კულება

"ვიქტორ ორბანი ევროკავშირთან საკუთარ თამაშს თამაშობს და ზოგჯერ უკრაინას ამ ურთიერთობის მძევლად იყენებს" - კულება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირთან საკუთარ თამაშს თამაშობს და ზოგჯერ უკრაინას, ამ ურთიერთობის მძევლად იყენებს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მან რიგით უნგრელებს მიმართა და განაცხადა, რომ უკრაინელებს არანაირი მტრობა არ აქვთ უნგრელების მიმართ.

”რაც არ უნდა წაიკითხოთ თქვენს ოფიციალურ მედიაში, უკრაინელებს უნგრელების მიმართ არანაირი მტრული განწყობა არ აქვთ. ჩვენ მეგობრები ვიყავით, ვართ და ვიქნებით, მაგრამ ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ომი და უნგრეთის ინტერესებშია, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს“, - აღნიშნა კულებამ.