ავტორი:

"მივესალმები, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ გავაძლიერეთ პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან - ნატოს კარი ღიაა" - იენს სტოლტენბერგი

"მივესალმები, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ გავაძლიერეთ პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან - ნატოს კარი ღიაა" - იენს სტოლტენბერგი

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ნატო-ს სამიტზე. პირველ რიგში მივესალმები იმას, რომ იმ დროის შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ბუქარესტში განუცხადა.

მისი თქმით, 2014 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა, ნატო-ს მოკავშირეები უკრაინას დიდ დახმარებას უწევენ, რის გამოც უკრაინის შეიარაღებული ძალები ბევრად უკეთაა მომზადებული, აღჭურვილი და უფრო დიდი იმასთან შედარებით, ვიდრე ისინი იყვნენ 2014 წელს და ეს დიდწილად იმ დახმარების გამო, რომელიც მათ ნატო-ს მოკავშირეებისგან მიიღეს.

"ველოდები, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს და ხვალ გამართულ შეხვედრებზე დაადასტურებენ, რომ ნატო-ს კარი ღიაა. ჩვენ ვაჩვენებთ, ბუქარესტის გადაწყვეტილებას, რომ ნატო-ს კარი ღიაა, ვასრულებთ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც.

ჩვენ განვაცხადეთ, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი და ველოდები, რომ მოკავშირეები ამას დაადასტურებენ, თუმცა ახლა მთავარი აქცენტი კეთდება უკრაინის დახმარებაზე. ახლა ომია გაჩაღებული და ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ რამე ისეთი, რაც ძირს გამოუთხრის მოკავშირეების ერთობას გაუწიონ უკრაინას სამხედრო, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება უკრაინას, რადგან ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ პრეზიდენტ პუტინს გამარჯვებაში და უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა ქვეყანამ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.