ავტორი:

ილონ მასკი APPLE - ს ომს უცხადებს

ილონ მასკი APPLE - ს ომს უცხადებს

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანმა ილონ მასკმა გააკრიტიკა უდიდესი ტექნოლოგიური კომპანია APPLE და დაადანაშაულა ცენზურასა და მონოპოლისტურ პოლიტიკაში. მან ასევე აღნიშნა, რომ APPLE-ს დამფუძნებელ ტიმ კუკს "სძულს სიტყვის თავისუფლება ამერიკაში“

როგორც მასკი ამბობს, Apple დაემუქრა Twitter -ს, რომ მოხსნის მის აპლიკაციას App Store -დან, თუმცა რატომ, ეს არ განუმარტია. მან ასევე აღნიშნა, რომ App Store-ის საკომისიო 30%-ია, რაც, მისი თქმით, იმაზე 10-ჯერ მეტია, ვიდრე სინამდვილეში უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამხელა საკომისიოს გამო აღარ აქვს ურთიერთობა App Store -თან თამაშ "Fortnite“-ის შემქმნელ Epic Games-ს. Twitter-ზე ილონ მასკი წერს, რომ კომპანიებმა ან უნდა გადაიხადონ 30%-იანი საკომისიო, ან "ომში წავიდნენ“.

  • მოამზადა ლუკა ცხვედიანმა