ავტორი:

ოკუპანტებმა წამებით მოკლეს მოძღვარი და მისი 19 წლის ვაჟი - "მათი სხეულები იმდენად იყო ნაწამები, რომ ოჯახის წევრებს ამოცნობა გაუჭირდათ"

ოკუპანტებმა წამებით მოკლეს მოძღვარი და მისი 19 წლის ვაჟი - "მათი სხეულები იმდენად იყო ნაწამები, რომ ოჯახის წევრებს ამოცნობა გაუჭირდათ"

ხერსონის ოლქში რუსმა ტერორისტებმა უკრაინის ევანგელურ ქრისტიანთა ეკლესიის მოძღვარი, ცნობილი ქველმოქმედი ანატოლი პროკოპჩუკი და მისი 19 წლის ვაჟი მოკლეს. განცხადება მომხდარის შესახებ, რივნის მერმა ალექსანდრე ტრეტიაკმა გააკეთა.

"დღეს ანატოლი და ალექსანდრე პროკოპჩუკებს დაკრძალავენ. მამა-შვილი ხერსონის ოლქის ნოვა კახოვკას მახლობლად მდებარე ტყეში რუსებმა წამებით მოკლეს. ანატოლი იყო ევანგელურ-ქრისტიანთა ადგილობრივი ეკლესიის დიაკონი. ცნობილი ქველმოქმედი, პატრიოტი, ქრისტიანი, მას ჯერ კიდევ შეეძლო ბევრი რამ გაეკეთებინა ჩვენი ქვეყნისა და მისი ოჯახისთვის. ანატოლსა და მის მეუღლეს შვიდი შვილი ჰყავდათ, ერთი ქალიშვილი და ექვსი ვაჟი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი... - აღნიშნა ტრეტიაკმა.

მერის თქმით, ანატოლი და მისი 19 წლის ვაჟი ტყეში გაიტაცეს და მოკლეს. მათი სხეულები კი იმდენად იყო ნაწამები, რომ ოჯახის წევრებს ამოცნობა გაუჭირდათ.