ავტორი:

ბელარუსის ოპოზიციის პატიმრობაში მყოფი ლიდერი, მარია კოლესნიკოვა რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს

ბელარუსის ოპოზიციის პატიმრობაში მყოფი ლიდერი, მარია კოლესნიკოვა რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს

ბელარუსის ოპოზიციის პატიმრობაში მყოფი ლიდერი, მარია კოლესნიკოვა რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს და ოპერაცია ჩაუტარდა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები კოლესნიკოვას მოკავშირეებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

"მარია გომელის საავადმყოფოში, რეანიმაციაში იმყოფება“, - აცხადებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვიქტორ ბაბარიკოს პრესსამსახურში.

კოლესნიკოვას მამის, ალექსანდრე კოლესნიკოვის თქმით, მისი ქალიშვილი მძიმე, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაშია. ალექსანდრე კოლესნიკოვი ასევე აცხადებს, რომ ექიმებს მისთვის შვილის დიაგნოზის, ან ოპერაციის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

კოლესნიკოვა სვეტლანა ტიხანოვსკაიასა და ვერონიკა ცეპკალოსთან ერთად 2020 წელს ბელარუსის მმართველის, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ დემონსტრაციებს ხელმძღვანელობდა, რომელიც ქვეყანაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა.

ბელარუსის სასამართლომ კოლესნიკოვას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.