ავტორი:

ვინ არის მსახიობი, რომელმაც პუტინის "ფავორიტ“ ქალს ქართველი საქმრო წაართვა - "ჭორია, რომ კაბაევასთან რომანისას, დავითს ბინასა და პოლიციის განყოფილებაში ვაკითხავდი"

ვინ არის მსახიობი, რომელმაც პუტინის "ფავორიტ“ ქალს ქართველი საქმრო წაართვა - "ჭორია, რომ კაბაევასთან რომანისას, დავითს ბინასა და პოლიციის განყოფილებაში ვაკითხავდი"

რუსული მედია ხშირად წერს მსახიობ ანა გორშკოვაზე და მოიხსენიებს ქალად, რომელმაც პუტინის ფავორიტ ალინა კაბაევას ქართველი საქმრო, შალვა მუსელიანი წაართვა.

გორშკოვას ბებია პედაგოგი იყო მრავალწლიანი გამოცდილებით, ხოლო ბაბუა სსრკ-ში კე-გე-ბეს მთავარი სამმართველოს უფროსი იყო, ამიტომაც მამამ ბედი სპეცსამსახურებს დაუკავშირა. მომავალ მსახიობს დედა დიასახლისი ჰყავდა. თუმცა გოგონა 5 წლის იყო, როდესაც მშობლები დაშორდნენ. ქალმა მთელი ენერგია ჩადო ბავშვის აღზრდაში: დედის ძალისხმევით, ანა შევიდა სპეციალურ სკოლაში, სადაც უცხო ენებს სწავლობდა.

თუმცა მისი დიპლომატიური კარიერა არ შედგა და სამოდელო ბიზნესში აღმოჩნდა, მოგვიანებით კი გადაწყვიტა, რომ სოციოლოგიურ ფაკულტეტზე ეცადა ბედი, თუმცა სწავლა მიატოვა და დიპლომის გარეშე დარჩა. სამაგიეროდ გააგრძელა სამოდელო ბიზნესში მუშაობა და კოსმეტიკური ბრენდის სახედაც კი იქცა, პარალელურად კი კურსებს გადიოდა კომპანია Amedia-ს სამსახიობო სკოლაში. სწორედ ასე მოხვდა ცნობილ სერიალში "საბრალო ნასტია,“ სადაც ერთ-ერთ მთავარ როლზე დაამტკიცეს.

სერიალს ძალიან დიდი წარმატება და ახალი როლები მოჰყვა. იღებდნენ ფილმებსა და სერიალებში... ის ერთხელ იყო დაქორწინებული ბიზნესმენ მიხეილ ბორშჩოვზე, თუმცა ამ ქორწინებამ 2 წელს გასტანა და წყვილი ისე დაიშალა, საერთო შვილი არ შესძენიათ. ანა 2006 წელს მომხდარი ამბის გამო, არასოდეს საუბრობს პირად ცხოვრებაზე...

სკანდალი 2006 წელს ატყდა, როდესაც ანამ შალვა მუსელიანთან ერთად დაიწყო საზოგადოებრივ ადგილებში გამოჩენა. რუსული მედია წერდა, რომ ქართველი დავით მუსელიანის ტემპერამენტმა გორშკოვას სილამაზეს ვერ გაუძლო და კაბაევას დაშორდა... მოგვიანებით დავითი ალინასთან ისევ დაბრუნდა, მაგრამ მათი ურთიერთობა ვეღარ შედგა.

გორშკოვა მედიასთან ამბობდა, რომ ის და მუსელიანი უბრალოდ, მეგობრები იყვნენ და ყვითელი პრესის სტატიებმა, რომლებშიც მას ადანაშაულებდნენ კაბაევას საქმროს "გატაცებაში", ძალიან ცუდი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში. ანას ბებია და ბაბუა ძალიან განაწყენდნენ მომხდარით და შვილიშვილთან ურთიერთობა დაეძაბათ.

"დავითს მე რომ შევხვდი, იმ დროისთვის ის და ალინა უკვე დაშორებულები იყვნენ. ჭორია, რომ კაბაევასთან რომანისას, დავითს ბინასა და პოლიციის განყოფილებაში ვაკითხავდი, ეს ყველაფერი ტყუილია! ჯერ ერთი, არ ვიცოდი სად მუშაობდა დავითი. გარდა ამისა, მას, როგორც თავისუფალ ადამიანს, აქვს საკუთარი პირადი ცხოვრება. მას ბევრი მეგობარი და ნაცნობი ჰყავს, ჩემთან არაფერ შუაშია", - ამბობდა მსახიობი...

ალინა კაბაევა 15 წლით უფროს პოლიციის ქართველ კაპიტანს 1998 წელს შეხვდა, იმჟამად დავითი მოსკოვის ერთ-ერთ ოლქში პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა და დაოჯახებული იყო. მათი ურთიერთობა მალე დიდ სიყვარულში გადაიზარდა, მაგრამ ცნობილი ტანმოვარჯიშე ამ რომანს საგულდაგულოდ მალავდა.

დავით მუსელიანი ქართველია, დაიბადა და გაიზარდა ქუთაისში მრავალშვილიან ოჯახში (ხუთი ძმა და და). მას მედიაში უფრო შალვა მუსელიანის სახელით იცნობენ. განათლება მშობლიურ ქალაქში მიიღო და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.

იხილეთ ასევე: