ავტორი:

"უნდა გვეშინოდეს წაგების... ასეთ შემთხვევაში ჰააგა ელოდება დამლაგებელსაც კი, რომელიც კრემლის კედლის მიღმა ქვაფენილს წმენდს" - მარგარიტა სიმონიანი

"უნდა გვეშინოდეს წაგების... ასეთ შემთხვევაში ჰააგა ელოდება დამლაგებელსაც კი, რომელიც კრემლის კედლის მიღმა ქვაფენილს წმენდს" - მარგარიტა სიმონიანი

რუსი პროპაგანდისტი, Russia Today-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი დარწმუნებულია, რომ რუსებს უკრაინის წინააღმდეგ ომში წაგების უნდა ეშინოდეთ. სიმონიანმა ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემის ეთერში ისაუბრა იმაზე, თუ რა ელის რუსეთს დამარცხების შემთხვევაში...

"გაოგნებული ვარ ჩვენი ხალხით, რომელთაგან, ვიცი, რომ, სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრია, მათ შორის ძალიან მაღალ წრეებში, რომლებიც უკრაინასთან ომზე ხმამაღლა არ საუბრობენ, ამის ეშინიათ. ჩვენ უნდა გვეშინოდეს წაგების, უნდა გვეშინოდეს სირცხვილის და უნდა გვეშინოდეს ჩვენი ხალხის ღალატის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჰააგა ელოდება დამლაგებელსაც კი, რომელიც კრემლის კედლის მიღმა ქვაფენილს წმენდს. ამიტომ, ჰააგის გეშინოდეთ - ტყეში არ წახვიდეთ", - განაცხადა სიმონიანმა.