ავტორი:

"ჩემი თხოვნაა, ნუ ცდილობთ პრეზიდენტი სააკაშვილი გარიოთ პოლიტიკურ პროცესებში - 3 დეკემბრის აქცია მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის აქციაა" - ხაბეიშვილი

"ჩემი თხოვნაა, ნუ ცდილობთ პრეზიდენტი სააკაშვილი გარიოთ პოლიტიკურ პროცესებში - 3 დეკემბრის აქცია მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის აქციაა" - ხაბეიშვილი

მიშა სააკაშვილის სოლიდარობის აქცია გაიმართება 3 დეკემბერს - ნიკა მელია ჯერ კიდევ არის პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ არის არჩევნები და პარტიის მხარდამჭერები გადაწყვეტენ, ვინ იქნება თავმჯდომარე, ამიტომ ჩვენ ინდივიდუალურად როგორც მე, ასევე ნიკას, გვაქვს უფლება, რომ კონკრეტული ინიციატივები გავაჟღეროთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, აქციის ჩატარების შესახებ კონსულტაციები მან თანამებრძოლებთან გაიარა და საზოგადოებას ამის შესახებ ბრიფინგით აცნობა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეთა მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უზრუნველყოფა იქნება.

„მიშა სააკაშვილის სოლიდარობის აქცია გაიმართება 3 დეკემბერს, 15:00 საათზე და ეს განცხადება გავაკეთე საჯაროდ და ცხადია, ეს ვერ იქნება დამალული. საზოგადოებამ იცის პარტიის წარმომადგენლებმაც იციან, ჩვენმა მხარდამჭერებმაც და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იქნება ვისაც ექნება ერთი მოთხოვნა - პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უზრუნველყოფა. მე კონსულტაციები მქონდა ჩემს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან და შესაბამისად, გავაკეთე საჯარო განცხადება და მე მგონია ამაში პრობლემა არ არის, როცა საზოგადოებას ბრიფინგით აცნობ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის აქციასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტი სააკაშვილი არ ერევა პოლიტიკაში მარტივი მიზეზის გამო, ამ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და ჩემი თხოვნაა, რომ თქვენც ნუ უზრუნველყოფთ იმას, რომ ეს ადამიანი გარიოთ. ყველა მისი განცხადება დაკავშირებულია იმასთან, რომ ის არ ერევა პოლიტიკაში ჩვენდა სამწუხაროდ იმ მიზეზით, რომ მას არ აქვს შესაბამისი ჯანმრთელობა. ჩემი თხოვნაა, ნუ ცდილობთ რაღაცნაირად პრეზიდენტი სააკაშვილი გარიოთ პოლიტიკურ პროცესებში, რაც შეეხება აქციას, ეს აქცია არის პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის აქცია, ჩვენ ველოდებით სასამართლო პროცესს, სადაც ჯერ კიდევ არსებობს შანსი იმის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება გადაყვანილი მესამე ქვეყანაში. ნიკა მელია ჯერ კიდევ არის თავმჯდომარე მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ არის არჩევნები და პარტიის მხარდამჭერები გადაწყვეტენ ვინ იქნება თავმჯდომარე, ამიტომ ჩვენ ინდივიდუალურად. როგორც მე, ასევე ნიკას, გვაქვს უფლება, რომ კონკრეტული ინიციატივები გავაჟღეროთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში გაიმარჯვებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.