ავტორი:

"თუ გსურთ, გაიგოთ რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამოდით უკრაინაში და საკუთარი თვალებით ნახავთ" - ზელენსკი ილონ მასკს

"თუ გსურთ, გაიგოთ რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამოდით უკრაინაში და საკუთარი თვალებით ნახავთ" - ზელენსკი ილონ მასკს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი უკრაინაში დაპატიჟა. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ზელენსკიმ მასკი უკრაინაში დაპატიჟა, რათა მან რუსეთის ჯარის მიერ მიყენებული ზარალი ნახოს და აღნიშნა, რომ ასეთი ვიზიტი მას განცხადებების გაკეთებამდე ვითარების გარკვევაში დაეხმარება.

“თუ გსურთ გაიგოთ რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამოდით უკრაინაში და ამას საკუთარი თვალებით ნახავთ… ამის შემდეგ მოგვიყვებით როგორ დავამთავროთ ეს ომი, ვინ დაიწყო იგი და როდის შეგვეძლება მისი დასრულება”, - თქვა ზელენსკიმ DealBook-ის გამოცემის სამიტზე ვიდეომიმართვით გამოსვლისას.

ამის შემდეგ, გამოცემის თანახმად, ენდრიუ როს სორკინთან ინტერვიუს დროს ვიდეოკავშირი შეწყდა, ხოლო როდესაც განახლდა, სორკინმა იხუმრა, რომ მასკს შეეძლო რამენაირად კავშირი შეეწყვიტა.

“თქვენი მესმის. უმთავრესია, რომ მისტერ მასკს ესმის ჩვენი”, - დასძინა ზელენსკიმ.