ავტორი:

5 რამ, რაც არ უნდა გამოგრჩეს, როცა ბიზნესს იწყებ

5 რამ, რაც არ უნდა გამოგრჩეს, როცა ბიზნესს იწყებ

იცოდით, რომ ყოველდღიურად ადამიანის ემოციების 75% სუნთან არის დაკავშირებული? მარკეტინგული კვლევების თანახმად მომხმარებლის განწყობა 40%-ით უმჯობესდება, თუ ის სასიამოვნო სურნელს გრძნობს. აღნიშნული ემოციური მდგომარეობა კი საბოლოოდ, შეძენის გადაწყვეტილებაზეც აისახება. ამრიგად, იმისათვის, რომ მომხმარებელს თავი დავამახსოვროთ, ასეთი დეტალებიც უნდა გავითვალისწინოთ.

გაზრდილი კონკურენციის პირობებში, როცა კომპანიები მომხმარებელთა შესაძენად და შესანარჩუნებლად მარკეტინგულ კამპანიებში მილიონებს ხარჯავენ, რთულია, დამწყებმა ბიზნესმა ბაზარზე სწრაფად და მარტივად მოიკიდოს ფეხი, თუ ამისთვის ინოვაციურ გზას არ მიაგნო და სწორად არ დაიწყო პოზიციონირება.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გამარტივებასა და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ერთად, უკვე უსაზღვროა შესაძლებლობებიც, რომ შენი უკვე წარმატებული თუ ახლად ფეხადგმული ბიზნესი განავითარო და მომხმარებლები მოიზიდო.

წარმატების ათასობით რეცეპტი არსებობს, თუმცა გთავაზობთ 5 საინტერესო და გამოცდილ მეთოდს, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს, თუ ბიზნესს იწყებ:

  • სწორი მესიჯის შექმნა

როცა ბიზნესს აფუძნებ, დიდია ცდუნება, სწრაფადვე შეატყობინო მომხმარებელს, რას სთავაზობ და რა უპირატესობები აქვს შენს პროდუქტს, მაგრამ თუ ამ ინფორმაციას არასწორი მესიჯბოქსით აწვდი, შეიძლება, ნეგატიური უკუკავშირი გამოიწვიო.

ვინაიდან სიტყვას დიდი ძალა აქვს, სლოგანი და მთავარი საკომუნიკაციო ტექსტები მკითხველში უნდა აღძრავდეს პოზიტიურ განწყობას, უნდა იგრძნობოდეს, რომ მისთვის სარგებლის მოტანაზე, მისი პრობლემის გადაჭრაზე ხარ ორიენტირებული, რომ ცდილობ, მისი ცხოვრება უკეთესი გახადო.

როგორც წესი, ნეგატიურ ვითარებაზე თუ პრობლემაზე აქცენტირება და ამის ხარჯზე საკუთარი პროდუქტის უპირატესად წარმოჩენა უარყოფით უკუკავშირს იწვევს. მთავარი მესიჯბოქსი აგებული უნდა იყოს პოზიტიურ გავლენასა და სარგებელზე და არა უარყოფით გამოცდილებაზე.

  • ფერებისა და განათების შერჩევა

კვლევებით დადასტურდა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მომხმარებელზე ფერი დიდ ზეგავლენას ახდენს. სწორად შერჩეული ფერები, როგორც ლოგოს, ისე მაღაზიის ინტერიერის შემთხვევაში, მომხმარებლის უფრო დიდხანს დაყოვნების, მისი მეორედ სტუმრობის და ზოგადად, ბრენდის მიმართ ინტერესის შენარჩუნების ერთ-ერთი საწინდარია.

მაგალითისთვის, როგორი ფერები და განათება გვხვდება აფთიაქებში შესვლისას? მკვეთრი და ცივი განათება ქმნის სისუფთავისა და სიჯანსაღის შეგრძნებას. ასევე, თუ ზოგიერთ ფილიალში დამონტაჟებულ სარკეებში საკუთარ ანარეკლს დააკვირდებით, ამგვარი განათების გამო, კანსა თუ თმაზე უმცირეს ნაკლოვანებებსაც შეამჩნევთ და შეიძლება, ხელს გააყოლოთ ისეთი თავის მოვლის საშუალებები, რომელთა შეძენას არ გეგმავდით.

ასევე ფერები, რომელსაც აფთიაქების უმეტესობა ინტერიერში იყენებს, არის ნათელი - ძირითადად, თეთრი. მასთან ერთად კომბინაციაში კი როგორც წესი, ერთი რომელიმე ფერი გვხვდება ხოლმე.

საინტერესო განათება და ფერებია სწრაფი კვების ობიექტებშიც: აქ ძირითადად წითელი სჭარბობს, რადგან კვლევებით დადასტურდა, ის შიმშილის გრძნობას კიდევ უფრო აღრმავებს, მკვეთრი განათებისა და ხმაურის გამო კი აქ მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად ინტიმურ გარემოს ვერ შეიქმნი - სწრაფად უნდა მიირთვა და წახვიდე.

ფერისა და განათების შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ, რა სახის პროდუქტსა და სერვისს ვყიდით და რა გრძნობები გვსურს აღვძრათ აუდიტორიაში.

  • ნიშური სურნელის შერჩევა

გახსოვთ, 15-20 წლის წინ როგორი სუნი იდგა აფთიაქებში? კარის გაღებისთანავე მედიკამენტების მძაფრი სუნი გეცემოდათ, რომელიც არასასიამოვნო შეგრძნებას გგვრიდათ და ერთი სული გქონდათ, უკან გამოსულიყავით.

თუ დააკვირდებით, არცერთ ქსელურ აფთიაქში ასეთი სუნი აღარ დგას. მიზეზი კი ისაა, რომ კომპანიებმა კარგად გაიაზრეს, რამდენად უარყოფით ემოციებს იწვევდა ის და გადაწყვიტეს, სპეციალურად მათთვის შექმნილი სურნელით ჩაეხშოთ, რომელიც ამავდროულად, სისუფთავისა და სიჯანსაღის შეგრძნებას გვიჩენს.

ამისათვის არსებობს სპეციალური მექანიზმი, რომელსაც ქართული კომპანიებიც აქტიურად იყენებენ. მაგალითად ნიშური სურნელის შექმნაში მოვიყვანოთ ბაზრის ლიდერის „არომაკოს“ გამოცდილება: კომპანია სხვადასხვა პროფილის ბიზნესისთვის ქმნის დამახასიათებელ სურნელს, რომელიც მომხმარებელში პოზიტიურ ემოციებს აღძრავს, კომპანიები კი სპეციალური დანადგარის მეშვეობით მას მთელს სივრცეში ავრცელებენ. მიზანი მიღწეულია.

სწორედ „არომაკოს“ დამსახურებაა, რომ აფთიაქში სამკურნალო საშუალებების სუნი არ გაწუხებთ, სასტუმროებში მაშინვე გრძნობთ სისუფთავის დამახასიათებელ სუნს, როგორც კი ნომრის კარს შეაღებთ, ავტომობილების სალონებში სიახლის სურნელი შესვლისთანავე „გეცემათ“ ცხვირში, სპა ცენტრში რბილი და სასიამოვნო სურნელი სწრაფად დაგამშვიდებთ და ვინ მოთვლის...

სტუმრებისთვის სასურველი განწყობის შესაქმნელად საქართველოში არომა მარკეტინგს იყენებენ ისეთი ბიზნესები, როგორიცაა: „ევექსის" კლინიკების ქსელი, გაგუასა და თოდუას კლინიკები, პსპ, „აქსის თაუერსი", „თაიმის" მაღაზიათა ქსელი, „ატრიო", „არმანი" „გალერია თბილისი", საჯარო რეესტრი, „ტერმინალი", ფიტნეს ცენტრი „ვორლდქლასი", „თეგეტა მოტორსი", „ამბოლი", „კრედო ბანკი", სასტუმრო „შერატონი", „ლოპოტა სპა &ამპ; რეზორტი" , სასტუმრო „პარაგრაფი" , „ალიანსი", „კრწანისი ვილა რეზიდენსი", „ანაგი", „პური გულიანი" და სხვა.

ყველა მათგანისთვის სურნელი „არომაკოს" ინდივიდუალურად აქვს შერჩეული და პროექტის მენეჯერი მუდმივად ზრუნავს მათ გარემოში სასიამოვნო სურნელის არსებობაზე.

სწორ მესიჯბოქსთან, ფერთან და განათებასთან ერთად უმნიშვნელოვანესია სურნელი, რომლითაც მომხმარებელს ვამახსოვრდებით, ამიტომ ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრების პროცესში ეს მცირე დეტალი ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

  • სოციალური მედიის, როგორც ყველაზე იაფი შესაძლებლობის ეფექტიანად გამოყენება

რამდენად მაღალი ხარისხის პროდუქტი და მიმზიდველი და სასიამოვნო ინტერიერიც არ უნდა გქონდეს, მომხმარებელმა შენ შესახებ არაფერი იცის, თუ სოციალურ მედიას ეფექტიანად არ იყენებ.

ის საშუალებას იძლევა, სამიზნე აუდიტორიას მცირე დანახარჯებით მიაწვდინო ხმა და შემდეგ ადგილზე დაახვედრო გამართული სერვისი. მნიშვნელოვანია, სოციალურ მედიაშიც მომხმარებელს პოზიტიური გამოცდილება შესთავაზო და მასთან კომუნიკაციისას ყოველთვის დაიცვა ზღვარი.

ამასთან, აუდიტორია აფასებს, როცა კომპანია მის მოთხოვნებსა და შენიშვნებს ითვალისწინებს და ახალ შესაძლებლობად აქცევს მათ. ბიზნესის „ოქროს წესია“, ყველა მომხმარებელსა და ყველა სიტუაციას გონივრულად და თავაზიანად მიუდექი, რაც სოციალურ ქსელებში როგორც წესი, ამართლებს.

  • მოუყევი ისტორია

მომხმარებელთა ნდობის მოსაპოვებლად მარკეტინგის სპეციალისტები სულ უფრო ხშირად იყენებენ რეალურ ისტორიებს. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც ჩვენ გვერდით ცხოვრობს, მას რაღაც რეალურად გადახდა, პრობლემა შეექმნა, რომელიც თქვენ მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ გადაუჭრა.

ისტორია, რომელსაც მომხმარებელს მოუყვებით, შეიძლება ეხებოდეს პაციენტს, მეხანძრეს, ხელოვნების ნიმუშსა თუ ტრადიციულ კერძს... მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, აუდიტორიას გააცნო რაიმე რეალური, სასარგებლო და ამით დააინტერესო.

ჩამოთვლილი დეტალები, რომლებიც ბიზნესის წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დაგეხმარებათ, უკეთ დაამახსოვროთ თავი აუდიტორიას, რაც კომერციალიზაციაზე დადებითად აისახება.