ავტორი:

როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე 2023 წლის ტრენდულ ფერებში - სტილი და ძირითადი დეკორი

როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე 2023 წლის ტრენდულ ფერებში - სტილი და ძირითადი დეკორი

ძნელი წარმოსადგენია საახალწლო დღესასწაულები ტრადიციული ნაძვის ხის გარეშე. ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია ჩვენთან შუა საუკუნეების გერმანიიდან მოვიდა. ძველ კელტებს სჯეროდათ, რომ თუ ნაძვის ხის ტოტებს ტკბილეულით, ლენტებითა და დეკორაციებით პირდაპირ ტყეში მორთავდნენ, მფარველი სულების დამშვიდებას შეძლებდნენ. დღეს ნაძვის ხე ახალი წლის ნამდვილი სიმბოლოა.

ნაძვის ხის მორთვისას ზოგი იმ წლის ტენდენციებს ითვალისწინებს, ზოგი ჩინურ ასტროლოგიას, ზოგიც საკუთარი გემოვნებით არჩევს ფერებსა და ორნამენტებს. 2023 წელი შავი წყლის კურდღლის წელია. თუ გსურთ ასიამოვნოთ წლის სიმბოლოს, შავ კურდღელს, ყურადღება უნდა მიაქციოთ ისეთ დეტალებს, როგორიცაა: ნაძვის ხის გაფორმება, ფერები და მორთვის სტილი.

ჩვენ გაგაცნობთ 2023 წლის ტრენდებს და ასტროლოგიურ რჩევებს ნაძვის ხის მოსართავად

შექმენით მყუდრო გარემო

კურდღელს ახასიათებს სტუმართმოყვარეობა, გულწრფელობა, მარაგის შექმნა. უყვარს ოჯახი და აფასებს მას. ამიტომ, ახალი 2023 წლის აღნიშვნა რეკომენდებულია სახლში, მყუდრო გარემოში, უახლოეს ადამიანებთან ერთად.

ფერები

კურდღლის წელს იღბლიანი ფერებია წითელი, ვარდისფერი, იასამნისფერი და ლურჯი. ნაძვის გაფორმება შესაძლებელია ამ ფერებიდან ერთ-ერთის გამოყენებით ან სხვადასხვა კომბინაციით, საახალწლო დეკორში.

გამომდინარე იქიდან, რომ 2023 შავი წყლის კურდღლის წელია, ნაძვის ხის დეკორში შეურიეთ ერთი ან რამდენიმე შავი ფერის სათამაშო. ნებისმიერი ბუნებრივი ფერი ასევე შესაფერისი იქნება. კერძოდ, შეგიძლიათ ყურადღება მიაქციოთ ამ კომბინაციებს:

  • რძისფერი, თეთრი, ვერცხლისფერი;
  • ლავანდისფერი, იასამნისფერი, ლურჯი;
  • მწვანე, ყავისფერი;
  • ოქროსფერი, ნაცრისფერი;
  • ყვითელი, კრემისფერი.

რეკომენდებულია ამ პალიტრიდან ერთი ფერის არჩევა, მეორე - აქცენტებისთვის და მესამე ბზინვარებისთვის.

წითელი კლასიკური საშობაო ფერია, რომელიც ამაღლებს საზეიმო განწყობას და ყველაზე მეტად ატარებს დღესასწაულის ემოციას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის შეხამებულია ოქროსფერთან ან მწვანესთან.

თუ გსურთ შეავსოთ სივრცე ჰარმონიით და სინაზით, მაშინ ყურადღება უნდა მიაქციოთ დიზაინს ვარდისფერში. ეს შეავსებს სივრცეს მშვიდი ატმოსფეროთი. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ განიხილოთ ვარდისფერი ნაძვის ხე. 2023 წლის კიდევ ერთი ფერი - იასამნისფერი/ლავანდისფერია. ეს არის სიმშვიდის ფერი. იმისათვის, რომ იასამნისფერი ჰარმონიულად მოერგოს თქვენს ინტერიერს, არ უნდა გამოიყენოთ იგი დიდი მოცულობით.

ლურჯი აღიქმება როგორც მშვიდი და ძლიერი ფერი. აღიარებულია, რომ ის ადუნებს და მოაქვს სიმშვიდისა და ჰარმონიის განცდა. მოქმედებს ემოციებზე, ამშვიდებს ნერვებს და ამცირებს შფოთვას.

როგორი სათამაშოები უნდა აირჩიოთ ნაძვის ხისთვის

წლის სიმბოლო, კურდღელი, ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს და ეს აუცილებლად უნდა გვახსოვდეს 2023 წლის საახალწლოდ ნაძვის ხეზე ფიქრისას, ეს ცხოველი აუცილებლად „დააფასებს“ ნატურალური მასალისგან დამზადებულ სათამაშოებს.

მაგალითად: შობის ყვავილები, გირლანდა, სტაფილოს ფორმის სათამაშოები.

ძირითადი ტენდენციები

რაც შეეხება იმას, თუ როგორ მორთოთ ნაძვის ხე მოდური ტენდენციების მიხედვით, ყურადღება მიაქციეთ მყუდრო რეტროს, ჯადოსნურ გლამურს, ეკო-სტილს, ან თბილ სკანდინავიურ სტილს.

გლამურული სტილი ნიშნავს, რომ გამოიყენებთ მძივებს, სათამაშოებს ბუმბულით, ცხოველების პრინტით, ბეწვით, ოქროსფერი ბრწყინვალებით და სხვ.

რეტრო სტილის არჩევის შემთხვევაში, ყურადღება მიაქციეთ ვინტაჟურ ნაძვის ხის დეკორაციებს, როგორიცაა: თექა, კერამიკული ფიგურები, სანთლები.

ნაძვის ხის სკანდინავიურ სტილში მოსართავად, უნდა გქონდეთ ხის სათამაშოები, ნართი, მძივები, შუშის ბურთები შეგიძლიათ შეცვალოთ შალის პომპონებით და აუცილებლად დაამატეთ ზღაპრული პერსონაჟების ფიგურები.

2023 წლის ნაძვის ხის დეკორი განსაკუთრებული უნდა იყოს, ასე რომ, აუცილებლად შეარჩიეთ სასურველი ფერები და სტილი, რომელიც ამ ცხოველს მოეწონება, 2023 წელს წარმატებისა და ბედნიერების მოსაზიდად. საუკეთესო ადგილი, სადაც ყველაფერს იპოვით - „ბიბლუსია“, სადაც უკვე გელოდებათ საახალწლო პროდუქციის ყველაზე დიდი არჩევანი. ნაძვის ხეები, სათამაშოები, დეკორი - „ბიბლუსის“ ფილიალებში ყველაფრის ერთ სივრცეში არჩევას შეძლებთ. განსაკუთრებით დიდი არჩევანი „ბიბლუსი“ გალერეების სივრცეშია. სასურველი საახალწლო ნივთების დათვალიერება და შეძენა ასევე შესაძლებელია ონლაინ - საიტზე.

ბედნიერ 2023 წელს გისურვებთ!