ავტორი:

როგორ დავგეგმოთ ღონისძიება ღია ცის ქვეშ - 5 პრაქტიკული რჩევა

როგორ დავგეგმოთ ღონისძიება ღია ცის ქვეშ - 5 პრაქტიკული რჩევა

21-ე საუკუნეში ღონისძიებების ღია სივრცეში ჩატარება განსაკუთრებით ტრენდული გახდა. სხვადასხვა ტიპის სადღესასწაულო თუ საქმიანი ღონისძიება ღია ცის ქვეშ იგეგმება, რაც სტუმრებისთვის საკმაოდ სასიამოვნოა. თუმცა, მეორე მხრივ, გარე ღონისძიების დაგეგმვა რთულია ორგანიზატორებისთვის, რადგან ამ დროს ბევრად მეტი საკითხისა და დეტალის გათვალისწინება უწევთ, ვიდრე დახურულ სივრცეში.

ტოპ 5 საკითხი კი, რომელიც ღია ღონისძიების დაგეგმვის დროს უნდა გაითვალისწინოთ, ასე გამოიყურება:

ამინდი

ღონისძიების თარიღის შერჩევამდე აუცილებლად გადაამოწმეთ ყველა სანდო ამინდის პროგნოზი. შეხედეთ არა მხოლოდ ნავარაუდებ ტემპერატურას, არამედ ღრუბლიანობის დონეს, ქარის სიმძლავრეს, წვიმის ალბათობას, ტენიანობას. თქვენს ღონისძიებაზე თითოეულმა ამ საკითხმა შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს, ამიტომ სათანადოდ უნდა მოემზადოთ როგორც მზისთვის, ისე წვიმისთვის. თუ სხვა გზა არ გაქვთ და ღონისძიების დაგეგმვა წვიმიან ამინდში გიწევთ, ყურადღება მიაქციეთ მიწის ზედაპირს. თუ არაფერია დაგებული, სტუმრები არც მზემ უნდა შეაწუხოს. ამისთვის სპეციალური ქოლგები და ტენტები დაგჭირდებათ.

ელექტროენერგია

ღია ცის ქვეშ ღონისძიებების დაგეგმვის დროს ერთ-ერთი აუცილებელი საკითხი ელექტროენერგიით უზრუნველყოფაა. ხშირად კონკრეტულ ლოკაციებზე ელექტროენერგია არ არის მიყვანილი, რაც ორგანიზატორებს ზედმეტ სირთულეებს უჩენს. ამ დროს საუკეთესო გადაწყვეტილება პორტატული ელექტროსადგურია.

პორტატული ელექტროსადგური სარეზერვო კვების ელემენტია, რომელიც იტენება უმოკლეს დროში დენზე, მზის პანელიდან და მანქანაში, შემდეგ კი ელექტროენერგიით გვამარაგებს საათების განმავლობაში. EcoFlow-ს პორტატული ელექტროსადგურები, რომლებიც საქართველოში ოფიციალურად ხელმისაწვდომია, მაქსიმალურად მომხმარებელსა და მის კომფორტზე მორგებული მოწყობილობებია. მას აქვს სხვადასხვა ტიპის აუთფუთი, რათა მომხმარებელმა დამატებითი გადამყვანების გარეშე შეძლოს მრავალფეროვანი მოწყობილობების შეერთება.

EcoFlow-ს პორტატულ ელექტროსადგურს აქვს ეკრანი, რომელზეც ნახავთ ინფორმაციას, თუ რამდენს მოიხმარს დაერთებული მოწყობილობა, რამდენი ხანს შეძლებს მისთვის ენერგიის მიწოდებას, დასატენად რამდენი დრო სჭირდება და სხვა. ასევე სხვა კონკურენტებისგან განსხვავებით, EcoFlow-ს აქვს აპლიკაცია, რომელიც მისი დისტანციურად მართვის საშუალებას იძლევა.

პორტატული ელექტროსადგურებით საკმაოდ მასშტაბური ღონისძიების ელექტროენერგიით უზრუნველყოფაც შესაძლებელია.

დამატებითი ინფრასტრუქტურა

დამატებით ინფრასტრუქტურაში ძირითადად საპირფარეშოები იგულისხმება. ეს დაგეგმვის ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო ნაწილია, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ის უყურადღებოდ არ დარჩეს. ეცადეთ მაქსიმალურად მოწესრიგებული საპირფარეშოები დაახვედროთ ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, რათა მათ მომავალში თქვენს ღონისძიებაზე მოსვლა კვლავ მოუნდეთ.

დასაჯდომი ადგილები

ღია ცის ქვეშ ღონისძიების დაგეგმვის დროს ხშირად დაშვებულ შეცდომებს მიეკუთვნება დასაჯდომი ადგილების გაუთვალისწინებლობა. შეიძლება გსურდეთ, რომ სტუმრებმა საღონისძიებო სივრცეში ბევრი იარონ, დაათვალიერონ, მაგრამ დასაჯდომი ადგილები აუცილებელი და მნიშვნელოვანია. სასურველია, სივრცის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა ტიპის სკამები გამოიყენოთ, მისაღებია პუფებიც, ჰამაკებიც, ხის მორებიც. გამოიყენეთ ყველაფერი თქვენს სივრცეს უფრო ლამაზსა და კომფორტულს გახდის.

კვება

ღია ცის ქვეშ ღონისძიების მოწყობის დროს დიდი ყურადღება მიაქციეთ კვების საკითხს. საკვების გარკვეული ნაწილი ღია სივრცეში, სითბოში ყოფნის დროს სწრაფად ფუჭდება. ეს საკითხი მენიუს შერჩევის დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ. ასევე მოერიდეთ კრემიან საკონდიტრო ნაწარმს. ერთი მხრივ, ის მალფუჭებადია, მეორე მხრივ კი შეიძლება ჭიანჭველები ან სხვა მწერები დაესიოს.