ავტორი:

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი, ადგილობრივი მცხოვრები, 55 წლის გენადი ოქროპირიძეა.

ოქროპირიძის საცხოვრებელი სახლიდან ცეცხლი მეზობლად მდებარე შენობებზეც გადავიდა და კიდევ ორი სახლი დაიწვა.

გარდაცვლილის მეზობლების ინფორმაციით, ოქროპირიძე მარტო ცხოვრობდა. მათი ერთ-ერთი ვერსიით, ხანძრის გაჩენა სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვით მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები და სამართალდამცავები იმყოფებიან. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.