ავტორი:

მძღოლი, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევისას სიღნაღის ისტორიული გალავნის თაღი ჩამონგრია, 250 ლარით დაჯარიმდა

მძღოლი, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევისას სიღნაღის ისტორიული გალავნის თაღი ჩამონგრია, 250 ლარით დაჯარიმდა

მძღოლი, რომელმაც სიღნაღში ერეკლე მეორის გადაწყვეტილებით აშენებული გალავნის თაღი დააზიანა, 250 ლარით დაჯარიმდა.

ამის შესახებ ambebi.ge-ს შსს-ში განუცხადეს.

"მმხადრისთანავე საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო და მძღოლი დაჯარიდა კანონის შესაბამისად, 250 ლარით" - გვითხრეს უწყებაში.

გუშინ, გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სატვირთო მანქანამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სიღნაღის ისტორიული გალავნის ერთ-ერთი თაღი, იგივე კარიბჭე ჩამოანგრია.

"სიღნაღის თაღი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის აღდგენა ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებული მუშაობით, უახლოეს პერიოდში გახდება შესაძლებელი." - აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტი მეიაში.

ისტორიული წყაროების მიხედვით, სიღნაღის ციხე-გალავანი 1762 წელს მეფე ერეკლე მეორის ბრძანებით აშენდა. მისი სიგრძე, დაახლოებით, 4 კილომეტრია.