ავტორი:

რა ვითარებაა ფრონტის წინა ხაზზე - უკრაინის გენშტაბის ახალი ინფორმაცია

რა ვითარებაა ფრონტის წინა ხაზზე - უკრაინის გენშტაბის ახალი ინფორმაცია

უკრაინულმა ძალებმა მოწინააღმდეგის ოთხ სამეთაურო პუნქტს და პერსონალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის ადგილებს დაარტყეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

"გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ 19 დარტყმა მიაყენა პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს, ასევე სამი დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებზე“,- აცხადებენ უწყებაში.

  • მათივე ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის კუთვნილი Orlan-10 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

გარდა ამისა, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა მოწინააღმდეგის ოთხ სამეთაურო პუნქტს და ხუთ სხვა მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყეს.