ავტორი:

გარდაიცვალა მსახიობი ნუგზარ შარია

გარდაიცვალა მსახიობი ნუგზარ შარია

81 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნუგზარ შარია. ინფორმაცია შემოქმედებითმა კავშირმა "საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ გაავრცელა.

ნუგზარ შარია არაერთი კინოროლით იყო ცნობილი, მათ შორის: "ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“.

1970 წელს ნუგზარ შარია კუბაში გაემგზავრა, რის შემდეგაც საბჭოთა კავშირში აღარ დაბრუნდა, შემდეგ პარიზში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა და მალე რადიო „თავისუფლების” პარიზის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. 1971 წელს ის ნიუ იორკში გადავიდა და საქმიანობა "ამერიკის ხმაში“ გააგრძელა. ასევე, ლექციებს კითხულობდა კინორეჟისურაში ნიუ იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში.