ავტორი:

"ცხოვრება შიშს მიღმა“ - წიგნი პიროვნული ტრანსფორმაციის შესახებ და ავტორთან შეხვედრის შესაძლებლობა მკითხველს

"ცხოვრება შიშს მიღმა“ - წიგნი პიროვნული ტრანსფორმაციის შესახებ და ავტორთან შეხვედრის შესაძლებლობა მკითხველს

„ცხოვრება შიშს მიღმა“ - სამი კოენის ეს ტრანსფორმაციული წიგნი „ლურჯი ოკეანის“ ბიბლიოთეკას მალე შეემატება. ავტორი აქცენტებს სვამს შიშისა და ღელვის გავლენაზე და საუბრობს მისი დაძლევის მეთოდებზე, მის მიღმა ცხოვრების შესაძლებლობაზე.

„ჩვენ გამუდმებით ვინმეს მოხიბვლას ვცდილობთ ან ისეთ რამეზე ვშფოთავთ, რაც არ გვეხება. ღელვა და ხალისი ვერ თანაარსებობს, შედეგად კი ხალისისთვის ჩვენს ცხოვრებაში ადგილი აღარ რჩება. თუ კარგად დააკვირდები, ყოველწამიერად, დაინახავ, რამდენ რამეს აკეთებ, არ აკეთებ, ამბობ და არ ამბობ, საიმისოდ, რომ დაუმტკიცო საკუთარ თავსა და სხვებს რაღაც „შენზე“; დაინახავ საჭიროებას, რომ აღგიქვამდნენ „ასეთად“ და ეცდები, თავიდან აირიდო, რომ აღგიქვამდნენ „ისეთად“. თუკი ამ წიგნს მხოლოდ თეორიულად არ მიუდგები და ეცდები, გამოიყენო, როგორც ინსტრუმენტი, აღმოაჩენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ორი რეალობა (არჩევანი) გაქვს – „ნიღბიანი“ და „უნიღბო“, შიშით და შიშს მიღმა...“, - ვკითხულობთ წიგნის აღწერაში.

სამი კოენი Leo ინსტიტუტის თანადამფუძნებელი, Leo და LaL მეთოდოლოგიის ავტორი, პიროვნული და ორგანიზაციული ტრანსფორმაციის ქოუჩია ორმოცწლიანი საერთაშორისო გამოცდილებით. მას უმუშავია ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Shell USRA, NASA, Encore Capital Group, ENPRO და ა.შ

5 დეკემბერს, 19:00 სთ-ზე „პუბლიკაში“ (გუდიაშვილის 18) მკითხველს სწორედ მასთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემა. ღონისძიებაზე დაგეგმილია წიგნის პრეზენტაცია და თემატური ვორქშოპი. თავად ავტორი კი მოწვეულ სტუმრებს აუხსნის, თუ როგორ შეიძლება წიგნში აღწერილი მეთოდოლოგიის პრაქტიკაში გამოყენება და ცხოვრება შიშს მიღმა, ანუ ცხოვრება სრული ადამიანური შესაძლებლობებით.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შესაძენად მიჰყევით ბმულს.

R