ავტორი:

დრამა მუნდიალზე - უმოტივაციო პორტუგალიამ წააგო, სამხრეთ კორეა გავიდა, ურუგვაი კი ჩემპიონატს გამოეთიშა

დრამა მუნდიალზე - უმოტივაციო პორტუგალიამ წააგო, სამხრეთ კორეა გავიდა, ურუგვაი კი ჩემპიონატს გამოეთიშა

მსოფლიოს ჩემპიონატზე H ჯგუფიდან პორტუგალიის შემდეგ მერვედფინალში სამხრეთ კორეა გავიდა.

პორტუგალია, რომელმაც წინა ტურში მოიპოვა პლეი-ოფის საგზური, სამხრეთ კორეასთან 1:2 წააგო და აზიური გუნდი მერვედფინალში 2010 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მესამედ გავიდა. სხვათა შორის, კორეელები პორტუგალიას მეორედ დაუპირისპირდნენ და ორივეჯერ მოუგეს (ადრე 2002 წელს 1:0). რონალდომ გოლი ისევ ვერ გაიტანა და მესამე შეხვედრაშიც შეცვალეს. მის ანგარიშზე, ამ სეზონში 21 შეხვედრაში 4 გოლია - 2 პენალტით.

სამხრეთამერიკელებმა 2:0 მოიგეს, რაც ჯგუფური ბარიერის დასაძლევად საკმარისი არ აღმოჩნდა. ურუგვაი 2006 წლის შემდეგ პირველად ჩარჩა ჯგუფში.

ალ ვაკრა. "ალ ჯანუბ სტადიუმი". 44 097 მაყურებელიგანა - ურუგვაი 0:2გოლები: 0:1 დე არასკაეტა (26), 0:2 დე არასკაეტა (32)გამოუყენებელი პენალტი: ა. აიუ (21)

ალ რაიანი. "სიტი სტადიუმი". 43 443 მაყურებელისამხრეთ კორეა - პორტუგალია 2:0გოლები: 0:1 ორტა (5), 1:1 კიმ ენ გვონი (27), 2:1 ხვან ჩი ჩხანი (90+1).

sportall.ge