ავტორი:

სად გაქრა კადიროვის მთავარი კრიტიკოსი - ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია ჩეჩენი ბლოგერის მკვლელობაზე: "თუ კავშირზე არ გამოდიოდა, გვაფრთხილებდა, ახლა ასე არ მოიქცა"

სად გაქრა კადიროვის მთავარი კრიტიკოსი - ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია ჩეჩენი ბლოგერის მკვლელობაზე: "თუ კავშირზე არ გამოდიოდა, გვაფრთხილებდა, ახლა ასე არ მოიქცა"

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელებში გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ყველაზე მწვავე კრიტიკოსისა და პოპულარული ბლოგერის, ტუმსო აბდურახმანოვის მკვლელობის შესახებ.

kavkazr.com-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც ეს ცნობები გავრცელდა, გამოცემა არაერთხელ შეეცადა ჩეჩენ ბლოგერთან და მის ძმასთან დაკავშირებას, მაგრამ უშედეგოდ. მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია 1-ელ დეკემბერს, დამოუკიდებელი იჩქერიის იდეის ერთ-ერთი მომხრის გვერდზე გავრცელდა.

მისი ადგილმდებარეობის შესახებ უცნობია ევროპაში ჩეჩენი უფლებადამცველის ასოციაცია ვაიფონდისთვისაც.

"გუშინ მისი ძმა, მუჰამად აბდურახმანოვი სასამართლო პროცესზე იყო, სადაც მხოლოდ გაკვრით თქვა, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ როგორც ჩანს, ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა... გამოცემის წარმომადგენლები ევროპაში ჩეჩნური დიასპორის სხვა წარმომადგენლებსაც დაუკავშირდნენ, მაგრამ გაირკვა, რომ მათ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ" - წერს გამოცემა.

  • ბოლო ინფორმაცია კადიროვის კრიტიკოსი ჩეჩენი ბლოგერის გვერდზე ბოლოს ტელეგრამ-არხზე 30 ნოემბრის საღამოს გავრცელდა. მას შემდეგ, მისი მომხრეები "იუთუბ" არხის მისი ვიდეომიმართვებს ქვეშ კომენტარებს წერენ, რომ გამოჩნდეს და კავშირზე გამოვიდეს...

"ჩვეულებრივ შემთხვევაში, ტუმსო წინასწარ გვაფრთხილებდა, რომ ის ცოტა ხნით კავშირზე ვერ გამოვიდოდა, ამ შემთხვევაში ასე მოქცეულა" - წერს ერთ-ერთი მათგანი კომენტარებში.

შვედეთის სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალურ გვერდებზე ტუმსო აბდურახმანოვის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

kavkaz-uzel.eu-ს ინფორმაციით, ჩეჩნურ დიასპორას, ტუმსო აბდურახმანოვის მკვლელობის არ სჯერა. გამოცემის ცნობით, ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში, "იჩქერია- გმირები, მტრები და მოღალატეები" გავრცელდა, თუმცა მალევე თავად უარყვეს.

"საქმე ის არის, რომ ტელეგრამის არხმა Кавказ Фронт, რომელიც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას იზიარებს, 1 დეკემბრის გვიან საღამოს გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო მამაკაცის ცხედარი, რომელიც ტუმსო აბდურახმანოვს წააგავდა და მინაწერში მითითებულია, რომ აბდურახმანოვი მოკლეს. კომენტარებში მომხმარებლებმა მიუთითეს, რომ კადრებში აბდურახმანოვი კი არა, ასლან ჰუსეინოვია, რომელიც ერთი წლით ადრე მოკლეს... ევროპაში ჩეჩნური ასამბლეის პრეს-მდივანი შამილ ალბაკოვის განცხადებით, სიმართლეს არც ეს ინფორმაცია შეესაბამება.

მისი თქმით, სინამდვილეში, საუბარია, შვედეთში მოკლულ ახალგაზრდა ბიჭზე, რომელიც ტუმსოს მეზობლად ცხოვრობდა, მაგრამ ინფორმაცია დადასტურებული არ არის...

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩეჩენი ბლოგერის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. შარშან თებერვალში მას თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც შინ იყო და ეძინა. როგორც მოსალოდნელი იყო, დანაშაულის უკან ჩეჩნეთის ლიდერი იდგა.

ტუმსო აბდურახმანოვზე თავდასხმის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ, გერმანიაში, მის ძმაზე მუჰამედზე თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს. უფლებადამცველების თქმით, მისი მკვლელობის ორგანიზება პარუდი ედელგერიევს დაევალა, რომელიც, არსებული ინფორმაციით, რამზან კადიროვის ბიძაშვილია.

2022 წლის მარტში, გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ჩეჩნეთის მკვიდრი, სახელად ვალიდი ჩეჩნეთის მეთაურის და მისი გარემოცვისგან დაკვეთილი მკვლელობის მომზადებაში დაადანაშაულა. Deutsche Welle გამოძიებაზე დაყრდნობით წერდა, რომ სამიზნე ისევ ტუმსო აბდურახმანოვი იყო.

kavkazr.com-ის ცნობით, ინტერპოლის სამსახურმა რუსეთს ტუმსო აბდურახმანოვზე ძებნის გამოცხადებაზე უარი უთხრა. ჩეჩენი ბლოგერი უკვე წლებია, რამზან კადიროვის რეჟიმს, ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევასა და სხვა სამართალდარღვევებზე საუბრობს.

მის წინააღმდეგ რუსეთში ექსტრემისტული საქმიანობისკენ მოწოდების გამო აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მან რუსეთის ტერიტორია წლების წინ დატოვა და საცხოვრებლად შვედეთში გადავიდა.