ავტორი:

"საეჭვო ამანათები უკრაინის 17-მა დიპლომატიურმა მისიამ მიიღო" - კულება

"საეჭვო ამანათები უკრაინის 17-მა დიპლომატიურმა მისიამ მიიღო" - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ბომბიანი წერილის კონვერტი ან ცხოველის ნაწილები, მათ შორის ძროხის თვალები, ბოლო დღეებში უკრაინის 17 საელჩოსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მიიღეს.

„ეს ესპანეთში უკრაინის საელჩოში აფეთქებით დაიწყო, მაგრამ ის, რაც ამ აფეთქებას მოჰყვა, უფრო უცნაური, და მე ვიტყოდი, რომ ავადმყოფური იყო“, - აღნიშნა კულებამ CNN-თან ინტერვიუში.

კითხვაზე, თუ ვინ დგას წერილების უკან, კულებამ განაცხადა: „შესაძლოა, ეს ტერორისტული პასუხი არის რუსული პასუხი დიპლომატიურ საშინელებაზე, რომელიც ჩვენ შევქმენით რუსეთისთვის საერთაშორისო ასპარეზზე და აი, როგორ ცდილობენ დაპირისპირებას, როცა ერთმანეთის მიყოლებით აგებენ რეალურ დიპლომატიურ ბრძოლებს“.

შეგახსენებთ, რუსეთი მადრიდში, უკრაინის საელჩოში მომხდარ აფეთქებასთან კავშირს უარყოფს. ესპანეთში რუსეთის საელჩოს მიერ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ”ნებისმიერი ტერორისტული მუქარა ან ქმედება, მით უმეტეს, მიმართული დიპლომატიური მისიის წინააღმდეგ, სრულიად გასაკიცხია”.