ავტორი:

ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში - კუნძულ იავაზე 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები იყო

ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში - კუნძულ იავაზე 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები იყო

ინდონეზიის კუნძულ იავას 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაატყდა თავს.

აშშ-ის გეოლოგიური კვლევების სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა ქალაქ ბანჯარიდან 18 კილომეტრის მოშორებით, დედამიწის ზედაპირიდან 112 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზარალისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.