ავტორი:

ცნობილია უკრაინაში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის ვინაობა - "ამბობენ, რომ ბახმუტთან "კადიროველებმა" ჩასაფრება მოუწყვეს..."

ცნობილია უკრაინაში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის ვინაობა - "ამბობენ, რომ ბახმუტთან "კადიროველებმა" ჩასაფრება მოუწყვეს..."

არსებული ინფორმაციით, უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ისინი ბახტუმთან დაიღუპნენ. არსებული ინფორმაციით, ქართველ მებრძოლებს "კადიროველები" დაესხნენ თავს.

გარდაცვლილები არიან ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, ბადრი მარკელია, მერაბ ალადაშვილი, რომეო ფირჩხაია.

"დღეს ბახმუტთან "კადიროველების" ჯგუფი თავს დაესხა ქართველების რაზმს (ჩასაფრება მოუწყვეს), რის შედეგადაც დაიღუპა 5 ქართველი და დაიჭრა ორი, რომელთა სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ოთხი მათგანი სამეგრელოდანაა.

დეტალები არ ვიცი, თუმცა ამბობენ, რომ "კადიროველებმა" იცოდნენ ამათი კოორდინატები, თავს დაადგნენ პოზიციებზე, ჩასაფრება მოუწყვეს და ცეცხლი გაუხსნეს. ახლა ირკვევა ეს ამბავი" - გვიყვება ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.

ცნობისთვის, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის ომს 32 მებრძოლი შეეწირა.