ავტორი:

"ახლა ყველაზე მეტად ბახმუტსა და სოლედარში ცხელა... ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ბიჭების დასახმარებლად" - ზელენსკი ცხელ წერტილში არსებულ ვითარებაზე

"ახლა ყველაზე მეტად ბახმუტსა და სოლედარში ცხელა... ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ბიჭების დასახმარებლად" - ზელენსკი ცხელ წერტილში არსებულ ვითარებაზე

ახლა, ისევე როგორც ადრე, ყველაზე მეტად ბახმუტსა და სოლედარში ცხელა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მებრძოლების დასახმარებლად ყველაფერი კეთდება.

"დონეცკის ოლქში - ბახმუტი, სოლედარი - ახლა, ისევე როგორც ადრე, ყველაზე ცხელია, ყველაზე მტკივნეულია. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ამ მიმართულებით ჩვენს ბიჭებს დავეხმაროთ. ჩვენს გმირებს, რომლებსაც მანდ დაცვა უკავიათ. ყველა, ვინც მანდაა, უდიდეს დაფასებას იმსახურებს”, - თქვა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა ჩოპის მესაზღვრეთა რაზმს, რომლებიც ბახმუტის მიმართულებით იბრძვიან და დღეს ოკუპანტების თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

„ლუგანსკისა და ხარკოვის ოლქები - ვამაგრებთ ჩვენს ძალებს. სამხრეთი - ოკუპანტების შესაძლებლობების “გამინუსებას” ვაგრძელებთ. საზღვარი - ვამაგრებთ მთელ პერიმეტრს. შავი ზღვრის აკვატორია - ვმუშაობთ, რომ საბოლოოდ „კალიბრები“ ფსკერზე იყოს”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ნახეთ ასევე: