ავტორი:

"რუსეთი აძლიერებს სამხედრო ძალას მარიუპოლში" - ოკუპანტებმა უკრაინის საპორტო ქალაქში ახალი ბაზა ააგეს? რა ჩანს თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე

"რუსეთი აძლიერებს სამხედრო ძალას მარიუპოლში" - ოკუპანტებმა უკრაინის საპორტო ქალაქში ახალი ბაზა ააგეს? რა ჩანს თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე

BBC-ი ავრცელებს კოსმოსური ტექნოლოგიების კომპანია Maxar-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს, რომლებიც თანამგზავრიდანაა გადაღებული და სადაც რუსების მიერ ოკუპირებულ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ახალი შენობა ჩანს.

მედიის ინფორმაციით, შენობა, სავარაუდოდ, ოკუპანტების არმიისთვის და სამხედრო ძალის მობილიზებისთვის ააგეს.

როგორც BBC-ი წერს, რუსეთი სავარაუდოდ აძლიერებს სამხედრო ძალას ოკუპირებულ საპორტო ქალაქ მარიუპოლში.

ახალ ნაგებობას U-ს ფორმა აქვს და ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს. მის სახურავზე ჩანს რუსული არმიის ვარსკვლავი და ასევე წარწერა "მარიუპოლის ხალხისთვის.“

როგორც BBC-ი წერს, არ შეუძლიათ გადამოწმება ან დადასტურება იმისა, თუ რისთვის გამოიყენება ახალი შენობა.

რუსულ სამხედროებს ქალაქი თითქმი სამი თვის განმავლობაში ალყაში ჰქონდათ მუდმივი სროლებისა და დაბომბვის შედეგად ქალაქის დიდი ნაწილი ნანგრევებად იქცა.

  • თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორ გაანადგურეს ოკუპანტებმა უკრაინის საპორტო ქალაქი: