ავტორი:

"ძლიერი და იმედით სავსე ვარ და ჩვეულებისამებრ მივყვები მკურნალობას" - რას წერს პელე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

"ძლიერი და იმედით სავსე ვარ და ჩვეულებისამებრ მივყვები მკურნალობას" - რას წერს პელე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, 82 წლის პელე სიმსივნეს ებრძვის. რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის მდგომარეობა დამძიმდა და რომ დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება.

პელე "ინსტაგრამის" გვერდზე თავისი მდგომარეობის შესახებ ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს.

"ჩემო მეგობრებო, მინდა ყველა მშვიდად და პოზიტიურად იყოთ. მე ძლიერი და იმედით სავსე ვარ და ჩვეულებისამებრ მივყვები მკურნალობას. მინდა, მადლობა გადავუხადო მთელ სამედიცინო ჯგუფს მზრუნველობისთვის.

მე მჯერა ღმერთის და ყველა თქვენი მესიჯი, სიყვარულით სავსე, რომლებსაც მთელი მსოფლიოდან ვიღებ, ენერგიით მავსებს.

და უყურეთ ბრაზილიას მსოფლიო ჩემპიონატზე.

მადლობა ყველაფრისთვის", - წერს პელე.