ავტორი:

"შევიკრიბოთ და შავი სამგლოვიარო ნაჭერი შევაბათ ნაძვის ხეს" - ელენე ხოშტარია

"შევიკრიბოთ და შავი სამგლოვიარო ნაჭერი შევაბათ ნაძვის ხეს" - ელენე ხოშტარია

"შევიკრიბოთ და შავი სამგლოვიარო ნაჭერი შევაბათ იმ ნაძვის ხეს", - ამის შესახებ "დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის განმარტავს, სამგლოვიარო ნაჭრის ნაძვის ხეზე განთავსებით "პროტესტს გამოხატავენ ყალბ მშვიდობაზე“.

“შევიკრიბოთ და შავი სამგლოვიარო ნაჭერი შევაბათ იმ ნაძვის ხეს. კვირას 19.00 ჩვენ წავალთ და ასე გამოვხატავთ გლოვას და პროტესტს ყალბ მშვიდობაზე. ჩვენი რეალური მშვიდობისთვის დაიღუპა ის ხალხი“, - წერს ხოშტარია.

ცნობისთვის, უკრაინაში 3 დეკემბერს ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლას 32 ქართველი მებრძოლი შეეწირა.